x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მსგავსი რამ არასოდეს გამიგია სხვაგან" - რამ აღაშფოთა ია ფარულავა

image


მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ისეთ ქართულ ფენომენზე საუბრობს როგორიც გარეგნობის გამო ადამიანის დაცინვაა. ფარულავას თქმით, მას მსგავსი რამ სხვაგან არასოდეს გაუგია.


მართალია ტელესახეს საკუთარ პოსტში არ დაუკონკრეტებია თუ ვის გულისხმობდა ის აღნიშნულ სტატუსში, თუმცა ფეისბუქმომხმარებლებმა ტელეწამყვანის პოსტში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის პიროვნება ამოიცნეს.


"დასცინო ადამიანს გარეგნობის გამო - სუფთა ქართული ფენომენია სხვა ცუდ ატავიზმებთან ერთად... ფუ რას გავს - მსგავსი რამ არასოდეს გამიგია სხვაგან და სხვებთან...", - წერს ია ფარულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომლის სტატუსსაც სოცქსელის მომხმარებლებს შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ ტელესახეს შეახსენეს რომ ასევე მასაც არაერთხელ გაუკრიტიკებია და დაუცინია ბევრისთვის, რაზეც ფარულავამ ფეისბუქმეგობრებს აღნიშნულ შემთხვევებზე მტკიცებულების გასაჯაროება მოსთხოვა.





0
772
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
772