მსახიობი ნინო თუთბერიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, რომელმაც ეპიზოდური როლით სამუდამოდ თავი დაამახსოვრა მაყურებლებს ზაზაევიჩის მდივნის როლით.
როგორც ცნობილია, მას მოულოდნელად ინსულტი განუვითარდა და ბოლო დღეები კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“ნინოს მოულოდნელად ინსულტი განუვითარდა. ბოლო 22 დღე კლინიკაში, უგონოდ, აპარატზე იყო მიერთებული.
ერთი წლის წინ ბარძაყში ძვალი შეუცვალეს. ძირითადად, სახლში იყო. საშინლად ეშინოდა კოვიდის და მოულოდნელად ეს მოხდა. ხვალ ზესტაფონში იკრძალება.მე საქართველოში არ ვარ და ორმაგად მტკივნეულია ჩემთვის ნინოს გარდაცვალება. ჩვენ დებივით ვიყავით"-განაცხადა მისმა დეიდაშვილმა მარინა შერგელაშვილმა.
მსახიობი 32 წლის იყო როდესაც "ცისფერ მთებში" გადაიღეს, იმ პერიოდში იგი თენგიზ ჩანტლაძის "სატირა და იუმორის" თეატრის მსახიობი იყო.
"ზაფხულის კადრების გადაღებისას ჩემს თეატრს ბათუმში ჰქონდა გასტროლი. საღამოს ბათუმში ვთამაშობდი სპექტაკლს, მერე ღამის მატარებლით თბილისში მოვდიოდი. თენგიზ ჩანტლაძე ხუმრობდა, შენგელაიები და ჭიაურელები ბაქანზე დგანან და თუთბერიძეს აცილებენ, ხომ დაგვიბრუნდებიო?"-იხსენებდა მსახიობი.
"მაღალი ვარ, 177 სანტიმეტრი, 14 სანტიმეტრიან ქუსლზე ვიდექი, თან გვერდზე მოქცეული გრძელი თმის კუდი მქონდა და ბატონი ელდარი “ლაშადკას” მეძახდა. ვიღაცამ თქვა, ნინო ისედაც მაღალია და ამხელა ქუსლები რაღად უნდაო, მაგრამ ბატონ ელდარს ასეთი მოვწონდი, არა, კარგიაო და ასეთი ვიზუალით დამტოვა."(ნაწყვეტი ინტერვიუდან)
თინა თუთერიძე კიდევ რამდენიმე ფილმში იყო გადაღებული.ესენია:თამაზ გომელაურის ფილმში “კაპიტნები”, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში “გზა მშვიდობისა" და ისევ ეწლდარშენგელაიას კიდევ ერთ ფილმში "“ექსპრეს ინფორმაციაში”.
მსახიობი მარტო ცხოვრობდა, ერთხელ იყო გათხოვილი, ისე რომ შვილი არ გაუჩნდა.
აღსანიშნავია, რომ "ცისფერი მთების ანუ ტიანშანის" მთავარი გმირი რამაზ გიორგობიანი და თინა თუთბერიძე კურსელები იყვნენ.
რამაზ გიორგობიანიც ინსულტით დაიღუპა 49 წლის ასაკში.