x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემი იკა (კობახიძე) დამაკლდა, არ მიიწვიეს, თუ არ მივიდა ?! ისევ უბრად არიან ?!" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წლევანდელი ნაძვის ხის არჩევაში დედაქალაქის მერს, ამჯერად გემოვნებას უწონებს. კილაძის თვალს არც ის ფაქტი გამოჰპარვია, რომ თბილისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ცერემონიალს მთავარობის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდა.


"ახლა ვნახე-ობიექტურად, თბილისის ნაძვისხე ლამაზია✌️

ისა და, ჩემი იკა (კობახიძე) დამაკლდა სათვალავში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიიწვიეს, თუ არ მივიდა?!

ისევ უბრად არიან?!

p.s.თვითგამოცხადებული აქტივისტკები თავს ნუ გამოიდებთ-მხარეებს თქვენი ქომაგობა კიდიათ"- წერს ელისო კილაძე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო. ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახებთან ერთად ესწრებოდნენ. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით თბილისის მერმა მიმართა და განაცხადა, რომ 2022 წელი აღმშენებლობის და განვითარების წელი იქნება. ღონისძიებას ასევე მთავარობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.



0
192
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
192