x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა მაგარია, რომ ხარ!" - ვის მიმართავს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისით აღფრთოვანებას ვერ მალავს.


"ნინო ლომჯარია, სადაც არ უნდა იყო, ყველგან შენს მხარდამჭერად მიგულე, ყველგან შენს პატივისმცემლად. როგორ გაფასებ, ნინო! რა მაგარია, რომ ხარ! სახალხო დამცველიღა შეგვრჩა იმედად!", - წერს ინგა გრიგოლია "ფეიბსუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ ბევრ საჭირბოროტო თემაზე ისაუბრა, მისი შეფასებით, 2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. სახალხო დამცველის განმარტებით, წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ, რაც სათანადოდ გამოძიებული არ არის. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე 5 ივლისის მძიმე მოვლენებიც მოხვდა.


უცვლელად გთავაზობთ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ ბრიფინგზე, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ მიმდინარე წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ მოხსენებას.


"მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ჰქონდა ადგილი. 2021 წლის სახალხო დამცველმა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.


5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.


2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად 45 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, ორი პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს", – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.




0
127
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
127