ტექნოლოგიური სიახლეები როგორ შევარჩიოთ ფოტოაპარატი 2012, 15 სექტემბერი, 12:08 როდესაც ფოტოაპარატის ყიდვას გადავწყვეტთ ეს კითხვა თითოეულ ჩვენგანს უჩნდება და ამ საკითხში თუ არ ხარ კარგად გარკვეული ძნელია არჩევანის გაკეთება. ყველაზე ხშირად მყიდველები აკვირდებიან მეგაპიქსელების რაოდენობას, რომლის დანიშნულებაც ძალიან ცოტამ თუ იცის.
Pixel - პიქსელი, ეს არის ორგანზომილებიანი რასტრული გრაფიკის უმცირესი ლოგიკური ელემენტი. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, პიქსელი არის ციფრული გამოსახულების ზომის ერთეული. რაც უფრო მეტი პიქსელი აქვს კამერას უფრო დეტალიზირებულ გამოსახულებას იძლევა. 1 მეგაპიქსელი = 1, 000, 000 პიქსელი. მაგრამ თუ თქვენ კამერას სუსტი ოპტიკური მონაცემები ექნება, მხოლოდ პიქსელების დიდი რაოდენობა ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი გამოსახულება საუკეთესო იქნება.
ოპტიკურ მონაცემებში იგულისხმება ლინზის - ობიექტივის ზომა და შუქმგრძნობელობა, ასევე თავად ლინზის ხარისხი (გამჭვირვალობა).
როგორც ვიცით არსებობს ფოტოაპარატების შემდეგნაირი კლასიფიკაცი - სამოყვარულო, ნახევრად პროფესიონალური და პროფესიონალური ფოტოაპარატები. მათ შორის არჩევანის გაკეთებისას თავად უნდა განსაზღვროთ თუ რა მოთხოვნები გექნებათ ფოტოაპარატთან.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მატრიცას. მატრიცის ფიზიკური ფორმა და გაფართოება განაპირობებს პიქსელის ზომას. პიქსელის ზომაზე კი დამოკიდებულია კადრის სისუფთავე და ფერების სიმკვეთრე. ალბათ ხშირად შეგინიშნავთ, რომ მონაცემებში, მაგალითად წერია 10x zoom - აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ციფრული ზუმია მითითებული თუ ოპტიკური. მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ოპტიკური ზუმი რეალურად აახლოვებს გამოსახულებას ოპტიკის შესაძლებლობების ხარჯზე, რაც შეეხება ციფრულ ზუმს ის უკვე მოახლოვებულ კადრზე არსებულ პიქსელებს ადიდებს - ანუ რეალურად გამოსახულების ხარისხი ფუჭდება და სასურველია ეს ფუნქცია გავთიშოთ. იმისათვის რომ ჩვენს მიერ გადაღებული კადრი ფოტოაპარატმა აღიქვას და მისი დამახსოვრება მოახერხოს აუცილებელია ე.წ "ჩიპი" რომლის გარეშეც ფოტოაპარატის შეძენას აზრი არ აქვს. არსებობს ამ "ჩიპების" სამი ძირითადი სტანდარტი : SD (Secure Digital) - შეიძლება ითქვას რომ სტანდარტია, რადგან ის უმეტეს ფოტო/ვიდეო ტექნიკაზე მიდის და თქვენ ადვილად მოახერხებთ თქვენთვის სასურველი კადრებისა თუ ვიდეოს გადაღებასა და დამახსოვრებას. CF (Compact Flash) - ძირითადად გამოიყენება პროფესიონალურ ფოტო ტექნიკაში და ამ სახის მეხსიერების ბარათებს ძირითადად Canon-ის ფოტოაპარატებში ვხვდებით, თუმცა ბოლო დროს ქენონმაც SD მეხსიერების ბარათებზე გადაიყვანა თავისი ნახევრად-პროფესიონალური ფოტო ტექნიკა. XD (Extreme Digital) - ბარათი, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული და ძირითადად გამოიყენება ოლმპუსისა და ფუჯუფილმის ფოტოკამერებში. გარდა ზემოაღნიშნული მონაცემებისა მყიდველი ძალიან ბევრ რამეს აკვირდება. მაგალითად მათთვის საინტერესოა ფოტოაპარატის მენიუ, მისი წონა, რა სახის აქსესუარები მოჰყვება კომპლექტს და ა.შ. ცხადია დღეისათვის საქართველოში ფოტოაპარატის ყიდვა არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ძალიან ბევრ ტექნიკის მაღაზიაში წარმოდგენილია ყველა სახის ფოტოტქენიკა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემი ძირითადად სამოყვარულო ფოტოტექნიკას ეხებოდა. ახლა განვიხილოთ ნახევრადპროფესიონალური ფოტო ტექნიკა, კერძოდ ფოტოაპარატები. ნახევრად პროფესიონალური აპარატის შერჩევის დროს განიხილება არა მარტო მეგაპიქსელი, ოპტიკური ზუმი, მატრიცის ტიპი და ზომები, არამედ ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს : *მგრძნობელობა იგივე ISO; *ობიექტივის ტიპი, რაც მოჰყვება აპარატს; *აქვს თუ არა სრულფორმატიანი მატრიცა აპარატს; *აქვს თუ არა body-ს auto/manual ფოკუსის გადამრთველი; *რა ფორმატში იღებს ფოტოს და ა.შ. ISO (შუქმგრძნობელობა) - ფირის მგრძნობელობა შუქის მიმართ. ძირითადად ISO იწყება 100 ერთეულიდან, ანუ ეს მინიმალური მაჩვენებელია. რაც უფრო სუსტია შუქი და განათება ვზრდით ISO-ს რაოდენობას. უმეტეს შემთხვევაში ეს ძალიან მხატვრულ შედეგს იძლევა, თუმცა ხშირად უკარგავს გამოსახულებას ხარისხს (ძირითადად არასრულმატრიციანი ფოტოაპარატების შემთხვევაში) ISO-ს მომატება კარგია, როცა არ გინდა რომ ფოტოს გადაღებისას შუქი ე.წ "ფლეში" გამოიყენო, როცა გსურს ბუნებრივი შუქჩრდილები და ფერები გამოიყენო. რაც შეეხება მატრიცებს - სრულფორმატიანი მატრიცის ზომა შეესაბამება სტანდარტულ 35 მმ-იანი ფირის კადრს 36x24მმ. სრულფორმატიანი მატრიცის პიქსელის ზომა უფრო მეტია ვიდრე სხვა დანარჩენ შემთხვევაში რაც გაცილებით უკეთეს ხარიხს იძლევა. ზოგ ნახევრად პროფესიონალურ ფოტოაპარატს წინ body-ზე აქვს გადამრთველი auto/manual ფოკუსზე, რომელიც ძალიან ხელსაყრელია AF ტიპის ლინზის ყიდვისას, რომელსაც ავტოფოკუსი უმუშავებს მხოლოდ ამ ე.წ. ძრავის მქონე ფოტოკამერებზე. ყველა ფოტოაპარატი გადაღებულ ფოტოს ინახავს JPEG ფორმატში, რაც უკვე დაკომპრესებულ/გადამუშავებულ შედეგს იძლევა . საუკეთესო ხარისხის მისაღებად ჯობია გამოვიყენოთ RAW ანუ “უმი” ფორმატი, რომელიც მატირციდან პირდაპირ გადმოტანილ ინფორმაციას ნიშნავს - ყველანაირი გადამუშავების და კომპრესიის გარეშე. RAW-ს დამუშავებისას არ იკარგება ხარისხი, თუმცა ფაილის ზომა საგრძნობლად იზრდება. ამ ფორმატში იღებს ყველა პროფესიონალური და ნახევრად პროფესიონალური ფოტოაპარატი - ასევე ზოგი სამოყვარულო კლასის ფოტოკამერა. არსებობს სპეციალური RAW converter-ები, იგივე გარდამქმნელები, ანუ პროგრამები რომელიც ამ ფორმატს ხსნის და მის დამუშავების საშუალებას იძლევა - ასეთ პროგრამებს მიეკუთვნება Adobe Photoshop CS3+, Adobe Lightroom, Apple Aperture და ასევე მრავალი სხვა. დღესდღეისობით ძალიან პოპულარულია საკრული DLSR კამერები ვიდეოს ფუნქციით და ხშირად არასწორ აზრსაც გაიგონებთ თითქოს ამ სახის ფოტოაპარატებით ვიდეოს გადაღებისას ე.წ ფარდის (shutter) რესურსი მალე იწურება, რადგან ვიდეოს გადაღებისას წამში ეს ფარდა 24-ჯერ იხსნება და იხურება, ხოლო კამერას რესურსი ძირითადად 100, 000 ან 150, 000 აქვს რაც არასწორია. ვიდეოს გადაღება ხდება ელექტრონული და არა მექანიკური ფარდით (shutter). ანუ გამოსახულება მიიღება მატრიცაზე ძაბვის წყვეტილი მიწოდებით. შესაბამისად ეს მოცემულობა არასწორია. თავისუფლად შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეოები და ისიამოვნოთ საუკეთესო ხარისხით. ოპტიკური მოწყობილობიდან - ობიექტივიდან იწყება ნებისმიერი ფოტოკამერა, იქნება ეს პროფესიონალური ფოტოკამერა თუ ტელეფონში ჩაშენებული. პროფესიონალი ფოტოგრაფებისაგან ხშირად გაიგონებთ გამონათქვამს "იღებს ობიექტივი" და ეს ნაწილობრივ მართალიცაა, რადგან ობიექტივის ხარისხზე ისევეა დამოკიდებული ფოტოს ხარისხი, როგორც მატრიცის მონაცემებზე. ობიექტივს აქვს რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მის შესაძლებლობებს. მაგალითად მნიშვნელოვანია ფოკუსური მანძილი. ციფრულ ფოტოკამერებში გამოიყენება სხვადასხვა ზომის სენსორები დაწყებული მინიატურულიდან, დიაგონალით 5-8 მმ, დამთავრებული სრულფორმატიანი 35მმ ფირის კადრის ანალოგით (full frame). ყველა მატრიცისათვის საჭიროა დამზადდეს საკუთარი ობიექტივი, ოპტიმალური ფოკუსური მანძილით. 1) ფოკუსური მანძილის გადიდებისას პროეცირება მსხვილ გამოსახულებაზე ხდება და ხედვის კუთხე ვიწროვდება. 2) მისი დაპატარავებით ხედვის კუთხე ფართოვდება, და გადასაღები ობიექტები ნაკლებად მსხვილი ხდება. მაგალითად, ობიექტივზე ფოკუსირი მანძილით 18-200მმ. პირველი შემთხვევა ხდება როდესაც ობექტივი 200მმ-ზეა ხოლი მეორე შემთხვევა 18მმ-სას იმდენად რამდენადაც ობიექტივის ხედვის კუთხე დამოკიდებულია, ფოკუსურ მანძილსა და ასევე მატრიცის ზომაზე, ერთი და იგივე ობიექტივი დამაგრებული სხვადასხვა ზომის მატრიციან კამერაზე სხვადასხვა ხედვის კუთხეს ქმნის.მაგალითად, 50მმ-იანი ობიექივის ხედვის კუთხე სრულფორმატიან კამერაზე(full frame) გვაძლევს 46', ხოლო, იგივე ობიექტივი მატრიცაზე 23, 7x15, 6მმ, მოგვცემს 34‘იან ხედვის კუთხეს. (შენიშვნა:არსებობს ობიექტივები კონკრეტულად სრულ და არასრულფორმატიან მატრიცის მქონე კამერებისთვის. მაგ Nikon-ის ფოტოკამერების განმსაზღვრელია FX-სრულფორმატიანი იგივე full frame, და DX-არასრულფორმატიანი, ანუ crop system, თუ FX ობიექტივს დავუმაგრებთ DX ფოტოკამერას მივიღებთ crop sistem-ას, თუ DX ობიექტივს დავამაგრებთ-FXკამერას ასევე მივიღებთ crop system-ას.) მომხმარებელი რომ არ დაიბნეს, მიღებულია ფოკუსური მანძილის მითითება 35მმ-იანი მატრიცის ეკვივალენტით.ობიექტივებს ხშირად ჰყოფენ შემდეგ კლასებად: ფართეკუთხიანი-35მმ-ზე ნაკლები სტანდარტული- 45-50მმ. პორტრეტული-60-80მმ. გრძელფოკუსიანი-80-200მმ. ტელეობიექტივი- 200მმ-ზე მეტი. წარმოდგენილი კლასიფიკაცია, მეტად პირობითია და დაყრდნობილია უფრო მეტად ტრადიციებზე ვიდრე მკაცრად დაფუძვნებულ ფაქტებზე. მაგალითად, ზოგი ექსპერტი პორტრეტულ ობიექტივებს მიაკუთვნებს ობიექტივებს 85-135მმ. ხოლო ტელეობიექტივად ითვლება ყველა ობიექტივი რომელსაც ფოკუსური მანძილი 135მმ-ზე მეტი აქვს. შუქძალა-დიაფრაგმა შუქძალა ობიექტივის შესაძლებლობაა, იგი გვიჩვენებს სინათლის როგორი მაქსიმალური რაოდენობა შედის ობიექტივში და ხვდება ციფრული ფოტოკამერის მატრიცაზე.რაც მეტია შუქმგრძნობელლობა- მით მეტი სინათლე შედის ობიექტივში, მით მეტი შესაძლებლობაა გადაღებისა ცუდ განათებაშიც კი, შტატივისა და მაშუქის გამოუყენებლად.იგი რეგულირდება სპეციალური ხელსაწყოთი-დიაფრაგმით.დიაფრაგმა მოქმედებს თვალის კუნთივით, რომელიც არეგულირებს თვალის გუგის ზომას. ობიექტივის შუქმგრძნობელობა დამოკიდებულია: 1 დიაფრაგმა 2 ფოკუსური მანძილი 3 ოპტიკის ხარისხი ობიექტივის შუქძალას განაპირობებს მასში არსებული დიაფრაგმის სიდიდსე.იგი აღინიშნება დრობის სახით და არის შეფარდება დიაფრაგმის დიამეტრის ფოკუსურ მანძილთან.მაგალითად, ობიექტივს შეფარდებით 1:4 (ასევე შეიძლება ეწეროს f/4) აქვს დიამეტრი ოთხჯერ უფრო ნაკლები ვიდრე ფოკუსური მანძილი.რაც უფრო ნაკლებია მაჩვენებელი(რაც უფრო დაბალი რიცხვი აწერია), მითუფრო ნათელი გამოვა გამოსახულება. ამის აღმნიშვნელ ციფრებს აწერენ მწარმოებლები ობიექტივს- 1:2, 1:1, 4, 1:1, 8, 1:2, 8, 1:5, 6 და ა.შ. ძლიერ შუქმგრძნობელ ობიექტივებად ითვლება, შეფარდება: 1:2.8, 1:1.8, 1:1.4 და მეტიც. ცნობისათვის, ყველაზე შუქმგრძნობელი ობიექტივი მსოფლიოში, წარმოებულ იქნა 1966 წელს NASA-სთვის, რომელიც გამიზნული იყო მთვარის ბნელი მხარეს გადაღებისთვის. ეს იყო Carl Zeiss Planar 50mm f/0.7, მისი შუქმგრძნობელობა 1:0, 7ს უდრიდა, ასეთიობიექტივი მხოლოდ ათი ცალი იყო. დიაფრაგმა (შუქძალა) ასევე პირდაპირ კავშირშია სიმკვეთრის სიღრმესთან (რაც მეტადაა ღია დიაფრაგმა მით ნაკლებია იგი და პირიქით)ექსპოზიციის დაყენებისას კი დიაფრაგმის ზომა დაკავშირებულია სიჩქარესთან, უკუპროპორციონალური დამოკიდებულებით *მეტია დიაფრაგმა-ნაკლებია სიჩქარე *ნაკლებია დიაფრაგმა-მეტია სიჩქარე ყველა ობიექტივზე აღნიშნულია მისი მაქსიმალურად ღია დიაფრაგმის ნიშანი, ხოლო ხშირ შემთხვევაში ობიექტივებზე ცვლადი ფოკუსური მანძილით( მაგ.ზუმ ობიექტივები) კი ორი მნიშვნელი, რომელიც შეესაბამება ფოკუსურ მანძილს სხვადასხვა მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ობიექტივი დაყენებული გრძელ ფოკუსურ მანძილზე უფრო ნაკლებ სინათლეს უშვებს ვიდრე მოკლე ფოკუსურ მანძილისას. ობიექტივებს, დიდი მაქსიმალური დიაფრაგმით ზოგადად უფრო სწრაფებს უწოდებენ რადგან დაბალი განათებისას საშუალებას გვაძლევენ უფრო სწრაფი სიჩქარით გადავიღოთ ფოტო. მეორე მხარე მედალისა მისი მინიმალური დიაფრაგმაა, ეს ზომა არა მარტო ობიექტივის მონაცემებზეა დამოკიდებული, არამედ ფოტოკამერის მატრიცაზე.ბევრ კომპაქტურ ფოოტოკამერას მნიშვნელი მინიმალური დიაფრაგმისა არის 1:11, რაც განპირობებულია მატრიცის პატარა ზომაზე, უფრო მაღალი კლასის ფოტოკამერებისათვის კი მისი აღმნიშვნელი შეიძლება 1:22, თუმცა ტიპიური საზღვარი არის 1:16 დღეისათვის სულ ეს იყო. ვეცდები შემდეგში უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ისე, თქვენ რომელი ფირმის ფოტოაპარატს იყენებსთ? :) 3414 3-ს მოსწონს
|