x
image
bellatrix
iPhone 5
imageდარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი სულმოუთქმელად ელოდა apple-ს ივენთს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ დაანონსდა. როგორც ყოველთვის ამ ივენთს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ბევრი ვარაუდიც გამოითქვა. თუმცა ყველაზე მეტად ხალხი ახალ iPhone-ს ელოდა, სლოგანის სურათზეც 12 რიცხვის ქვემოთ ჩრდილი 5 რიცხვზე მიუთითებდა. სამწუხაროდ ივენთის live ყურების შესაძლებლობა არ გვგქონდა და ამიტომ liveblog-ს მივმართე.




სტანდარტული პრეზენტაცია კომპანიის სიახლეებსა და გაყიდვების შესახებ ინფორმაციით დაიწყო. შემდეგ კი საუბარი შეეხო ახალ iPhone-ს. აი მისი ტექნიკური მახასიათებლები :




iPhone 5 - ახლა უკვე 4"_იანი Retina ეკრანით, გაფართოებით 1136 x 640 (იგივე რაც iPhone 4/4S 3.5"_ზე).
სრულიად ახალი დიზაინი, უფრო დახვეწილი და ლამაზი. გამოდის ორი ფერი: თეთრი და შავი.
ახალი, A6 ჩიპი - ორჯერ სწრაფი პროცესორითა და ორჯერ სწრაფი ვიდეო-დაფით. 3ჯერ უფრო მაღალი ვიდეო-ამაჩქარებლით.
4G LTE - უსწრაფესი ინტერნეტ მხარდაჭერა (100mb/s)
earPods - ახალი ყურსასმენები, 99.99 % მორგებული ადამიანის ყურებზე. ის არ ქმნის წნევას და ვაკუუმს, ამიტომ ხმა სუფთა და ხარისხიანია.
რა თქმა უნდა, iOS 6_ის სიახლეები: 3D რუკები, Turn by Turn Navigator, FaceTime Over Cellular, ინტეგრირებული FaceBook, Siri_ს ახალი შესაძლებლობები...




მეტს ელოდით?! მეც...





მობილური ტელეფონი სიგრძეში გაიზარდა, 18% უფრო თხელია ვიდრე მისი წინამორბედი iPhone 4S რომელიც მართლაც საოცარი მობილური ტელეფონია. ალბათ იკითხავთ რას ვუწუნებ ახალ ტელეფონს და პასუხი იქნება - არაფერს. უბრალოდ მან ის მოლოდინი ვერ გაამართლა რასაც ყველა ელოდა, მით უმეტეს სამსუნგ გალაქსი SIII გამოსვლის შემდეგ.




არავითარი სიახლე კამერასთან დაკავშირებით გარდა პანორამისა. იგივე მეგაპიქსელი, იგივე მონაცემები. საოცარია მაგრამ ძალიან ბევრს საუბრობენ ტელეფონის ახალ დამტენზე რაც ჩემი აზრით ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს.




მახსოვს როდესაც 4S ივენთი დაანონსდა ბევრი საუბრობდა იქნებოდა თუ არა ეს iPhone 5 თუ 4S და უამრავი ადამიანი გამოთქვამდა აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ ასოს ბევრი რამის შეცვლა შეეძლო, თუმცა როგორც სტატისტიკა აჩვენებს ისინი შეცდნენ. 4S თავისი მონაცემებით უფრო საინტერესო და სასურველი იყო. ახლა ყველას შეუძლია იყიდოს 4S ორჯერ უფრო ნაკლებ ფასად ( არ ვგულისხმობ საქართველოს სადაც ტელეფონის ფასად მანქანის ყიდვაც კი შეგიძლია ) და არ დაინტერესდეს იმით Real Racing-ის დროს მისი მანქანის სარკეში გამოჩნდება თუ არა მის უკან მოძრავი ავტომობილი.




რამდენად გაამართლებს ახალი iPhone ამას დრო გვიჩვენებს, უბრალოდ ჩვენ ყველა, მეტს ველოდით!

0
768
1-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0