x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

image


თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ, მოამზადეთ ჩაი ქვემოთ მოცემული რეცეპტით, რომელიც ნარკოლოგებმა მოწევის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად დაასახელეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტინიკოტინური ეფექტის გარდა, ჩაის სხვა დადებითი თვისებებიც გააჩნია:

I. ამცირებს მადას;

II. აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას;

III. დადებითად მოქმედებს შარდის ბუშტის და თირკმელების ფუნქციონირებაზე;

IV. ხანგრძლივად მოხმარების შემთხვევაში, სახის კანსაც ასუფთავებს – ის უფრო ნაზი და რბილი ხდება.

V. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფილტვებს და სასუნთქ გზებს ასუფთავებს.


ამასთან, მის მოსამზადებლად, მხოლოდ 2 ინგრედიენტია საჭირო:

ჭაობის იელი, წყლის იელი (ლათ. Ledum) – 1 ს. კ.
ჩვეულებრივი კრაზანა (ლათ. Hypericum perforatum) – 1 ს. კ.
წყალი – 800 მლ.

მომზადების და მიღების წესები:

ემალირებულ ჭურჭელში მოათავსეთ მცენარეები და დაასხით წყალი > როდესაც ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე, კიდევ 20 წთ. ადუღეთ > ჭურჭელს თავსახური არ ახადოთ და დააყენეთ 3 საათის მანძილზე.

ჩაის მუქი წითელი ფერი აქვს, ხოლო არომატი – წყლის იელის. ხარშვის დროს, ოთახში სასიამოვნო სურნელი დგება და ჰაერიც იწმინდება.

ნახარში, ოთახის ტემპერატურაზე, 3 დღის მანძილზე არ ფუჭდება და უნდა აღინიშნოს, რომ მეორე დღეს უფრო უკეთესი გემო აქვს.

მიიღეთ დღეში 5–7–ჯერ, 1 არასრული ჭიქა. მიღების წინ, ნახარში მდუღარე წყლით გააზავეთ, პროპორციით – 1:1. ანუ, ნახევარი ჭიქა ნახარში უნდა იყოს და ნახევარი ჭიქა წყალი. გარდა ამისა, სიგარეტის მოწევის, ყოველი სურვილის გაჩენის შემთხვევაში, ნახახარშის თითო ყლუპის მიღებაც შეგიძლიათ.


P. S. ნარკოლოგი აღნიშნავს, რომ მოწევისთვის თავის დანებება, მხოლოდ საკუთარი ნებით შეიძლება! ხოლო, ამ ნახარშის მიღება, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდირებული.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. უცხოპლანეტელები და დედამიწა – რა წვლილი მიუძღვით მათ ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში

2. 10 საინტერესო ფაქტი კოკა-კოლას შესახებ - რა შემთხვევაში იყენებენ კოკა–კოლას მედიცინაში

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. ეშმაკის კოლექცია

5. რატომ უნდა იყოლიოს სახლში კატა ყველამ და განსაკუთრებით – მამაკაცებმა?

6. ყურებას დაიწყებთ და თვალს ვეღარ მოწყვეტთ - 12 მინი-სერიალი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ



0
499
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0