საქართველო "ეგრეა, ეგრე ქლიბო! ვისაც სახლში ვეპატიჟები კაციშვილი არ მოდის" - ვის მიმართავს ირაკლი ოქრუაშვილი 2021, 10 დეკემბერი, 14:32 პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის წარდგენას სოციალურ ქსელში ჩვეული ირონიით ეხმაურება და 4 წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებით ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გამოჰყოფს, რამაც განსაკუთრებული უკმაყოფილება ვაკის მაცხოვრებლებლების დიდ ნაწილში გამოიწვია."ეგრეა, ეგრე ქლიბო! გულით "მომწონს" ჭავჭავაძის გამზირი როგორც გადააკეთე. ერთი წელია ვისაც სახლში ვეპატიჟები კაციშვილი არ მოდის, ვარაზისხევში ამოვლა არავის აღარ უნდა და ეკონომიას ვაკეთებ" - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.კალაძის თქმით, 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და პანდემიისა, გუნდმა მყარი საფუძველი შექმნა დედაქალაქისთვის სასიკეთო რეფორმების თანმიმდევრულად განხორციელებისთვის."ჩვენ თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია 4 წლით და წელს ეს ვადა იწურება. შესაბამისად, მე, როგორც არჩეული მერი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმ პროექტებთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში.თბილისი გამორჩეული ქალაქია თავისი ლანდშაფტით, კულტურით, ისტორიითა და მრავალფეროვნებით. ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულებები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს განსხვავებების მიუხედავად.მე, ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო მეტად გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.498 შეფასება არ არის |