საზოგადოება „იცოდე ძალიან მიყვარხარ და გკოცნი! ბოდიში რომ ვერ შეგხვდი“ – სააკაშვილ-სარიშვილის მიმოწერა 2021, 10 დეკემბერი, 12:42 ირინა სარიშვილმა, პატიმარ მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც წერს, რომ ძალიან უყვარს და დარწმუნებულია, ერთად გაანგრევენ [ხელისუფლებას] "არადა, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი და სარიშვილი ერთმანეთის მტრებად მოიაზრებოდნენ და მკვეთრ დაპირისპირებაში იყვნენ. ირინა სარიშვილს აღმაშენებლის გამზირზე "ნაცმოძრაობამ" საოფისე ფართი წაართვა. იმხანად სარიშვილი იგორ გიორგაძის პარტიის თავმჯდომნარე იყო და სააკაშვილის გუნდი სარიშვილს მიღალატეს უწოდებდა. ვიდრე სააკაშვილს სარიშვილი შეუყვარდებოდა, სამშობლოს მოღალატედ აცხადებდა. სარიშვილის მიერ თბილისში გამართულ სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე გიორგაძის ზარების გამო სკანდალებიც ხშირად მომხდარა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ "ვარდებიას რევოლუციის" დროს საქართთველოს პრემიერმინისტრი სწორედ ირინა სარიშვილი გახლდათ და ისიც საყურადღებოა, რომ 7 ნოემბრის დარბევისთანავე სააკაშვილის გადადგომის დროს დანიშნილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის ერთერთ კანდიდატად კენჭს ირინა სარიშვილიც იყრიდა და სააკაშვილთან კონკურენციაში შევიდა", - ავტორის მინაწერი. 65 შეფასება არ არის
|