აჭარა ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა 2021, 9 დეკემბერი, 12:21 საზარელი მკვლელობა მოხდა წუხელ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, 54 კაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მოკლულია 43 წლის ქალი და 22 წლის ახალგაზრდა არსებული ინფორმაციით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.მას კაცს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. გამთენიისას ის სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა (შვილმა) თავს გაქცევით უშველა.თვითმკვლელობამდე მამაკაცმა მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პირველად ცოლის ძმას შეატყობინა, შემდეგ კი გაუჩინარდა.იგი მხოლოდ განთიადისას იპოვეს ჩამომხრჩვალი. ამ წუთებში სოფელ ჭარნალში, ადგილზე სადაც მამაკაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები არკვევენ რა გახდა შემზარავი ინციდენტის მიზეზი. ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. 397 3-ს მოსწონს
|