ქალი და მამაკაცი როგორ გექცევა მამაკაცი, რომელსაც აღარ უყვარხარ 2021, 14 დეკემბერი, 10:23 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება. როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ. ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა. თუმცა, დღევანდელ სტატიაში გავივლით იმ საკითხებს, თუ რა დროს აღარ უყვარხართ მამაკაცს და ის ამას როგორ გამოხატავს თქვენს მიმართ. როგორ გექცევა მამაკაცი, რომელსაც აღარ უყვარხარროდესაც მას აღიზიანებს ყველა წვრილმანი... მამაკაცის უსაფუძვლო გაღიზიანებას ფსიქოლოგები უკავშირებენ თქვენ მიმართ გულგრილობას. თუ ის ადრე ღიმილიანი და ხალისიანი იყო, რასაც ახლა ვეღარ იტყვით, ურთიერთობაში რაღაც ისე აღარ არის. თუ ის, თქვენს გარეგნობაში ხარვეზებს ეძებს... როდესაც, ერთ დროს მადისაღმძვრელი სავსე ბარძაყები, რომლებიც მას ძალიან მოსწონდა, იწყებს მის გაღიზიანებას; ცხვირი, რომელიც უკვე დიდია და ღიმილიც აღარ არის საყვარელი, მაშინ ეს ყველაფერი სიგნალია, რომ ის თქვენს მიმართ გაცივდა. ფაქტია, რომ შეყვრებულობის დროს წყვილები ობიექტურად ვერ აფასებენ თავიანთი მეწყვილის გარეგნობას, მაგრამ როდესაც გრძნობები ქრება, ყველა ნაკლი უკვე თვალსაჩინოა. განგიხილავთ საერთო ნაცნობების თანდასწრებით... საყვარელი ადამიანისგან თქვენი უარყოფითად განხილვა, უკვე მიანიშნებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. როდესაც ეს ხდება ტქვენს საერთო ნაცნობებთან ერთად, 'საყვარელი მამაკაცი" მიგანიშნებთ, რომ უნდა გაგიჩნდეთ დაშორების სურვილი, თუმცა თქვენი მიტოვება ჯერ არ გადაუწყვეტავს. როდესაც აღარ სურს თქვენთან საუბარი... მას უბრალოდ არ სურს თქვენთან საუბარი. მას აღარ სურს თქვენთან ერთად განიხილოს არც გასული დღე, არც ნანახი ფილმი და არც ზოგადი პრობლემები. კონტაქტის არარსებობა, როგორც წესი, ნიშნავს, რომ მისთვის თქვენთან კომუნიკაცია უსიამოვნოა. ცალ-ცალკე გატარებული შაბათი-კვირა... როდესაც ადამიანი ცდილობს დასვენების დღეები გამოიყენოს და დაისვენოს თქვენგან დამოუკიდებლად, დროა გადახედოთ ურთიერთობას. ნორმალურია, თუ მას სურს, რომ ის მეგობრებთან ერთად გაატაროს, მაგრამ როდესაც ეს სულ ასე ხდება, მაშინ საგანგაშოა. სინაზისა და მოკრძალების არარსებობა... როდესაც შეყვარებულები ხართ, ერთმანეთის მიმართ სიფაქიზე, სიყვარულის გამოხატვა და ჩახუტება - ხშირი და ბუნებრივი პროცესია, თუმცა სიყვარულის არარსებობის დროს, ეს უკვე გამაღიზიანებელია და პარტნიორს ეს აღარ სურს. 427 5-ს მოსწონს
|