სხვა "ბარემ წინასწარ ვთქვათ ამ ვალუტაზე უარი" - ზვიად ხორგუაშვილი 2021, 8 დეკემბერი, 20:22 ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი სოციალურ ქსელში გაზრდილ ინფლაციას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ლარიზაციის პროგრამამ არ გაამართლა, გამოსავალი კი ლარზე უარის თქმაა, თუკი ევროზონის წევრები გავხდებით. "2016 წლიდან, ანუ თითქმის 6 წლის წინ, ხელისუფლებამ დაიწყო ე.წ. ლარიზაციის პროგრამა. იმისათვის, რომ ლარი არ გაუფასურებულიყო და მარტივად რომ ვთქვათ, კარგი (ძლიერი) ვალუტა გვქონოდა. დაახრჩეს ყველა და ყველაფერი რეგულაციებში. დღემდე იგივეს აკეთებენ. შედეგი: საშუალო წლიური გაცვლითი კურსი: 2016: 1 USD - 2.37 GEL 2017: 1 USD - 2.51 GEL 2018: 1 USD - 2.53 GEL 2019: 1 USD - 2.82 GEL 2020: 1 USD - 3.11 GEL 2021 10 თვე: 1 USD - 3.24 ამავე პერიოდში ინფლაცია იყო 35%-ზე მეტი. ანუ 100 ლარი რაშიც გყოფნიდა, ახლა 135 ლარი გჭირდება. მილიონობით დაზარალებულ და ათიათასობით გაუბედურებულ ადამიანზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო? არავინ. მინიშნება: მთავრობას და ცენტრალურ ბანკს უნდა აეღოთ. გამოსავალი: ლარზე უარის თქმა მოგვიწევს ევროზონის წევრები რომ/თუ გავხდებით. რაც ძალიან მაგარი იქნება. ბარემ წინასწარ ვთქვათ ამ ვალუტაზე უარი", - წერს ხორგუაშვილი "ფეისბუქზე". შეგახსენებთ, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. 333 2-ს მოსწონს |
რას ნიშნავს მულტი სავალუტო რეჟიმი,რჩება ეროვნული ვალუტა,მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონს ნებისმიერი ვალუტა ტრანზაქციისთვის. მაგალითისთვის,თუ ადამიანი ენდობა ამერიკულ დოლარს,მაშინ ის გამოიყენებს დოლარს და თუ ვიღაც ენდობა იაპონურ იენს,მაშინ ამას გამოიყენებს. ესეთი მიდგომა ჩვენისთანა განვითარებადი ქყვენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამოისუნთქებს ადამიანები ამ ქვეყანაში. სულ მარტივი მაგალითიც საკმარისია ამისათვის,ბანკების რისკი დაიკლებს,რადგან დოლარში გაცემული სესხი უფრო დაბალრისკიანია და მსესხელბელიც უფრო მშვიდად იქნება,რადგან მასაც დოლარში ექნება შემოსავალი,თან დაზღვეული იქნება კურსთაშორის სხვაობისგან.
ისტორიულად გვქონდა მსგავსი შემთხვევა საქართველოში და ვიყენებდით მულტისავალუტო რეჟიმს. დავით IV დროს შესაძლებელი იყო ვაჭრობა სხვადასხვა მონეტებით და ყველა იმით ვაჭრობდა,რაც მათი აზრით სანდო იყო. ეს აადვილებდა ვაჭრობას და დაბრკოლება იხსნებოდა,რამაც საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა. რაღა შორს წავიდეთ,იმ პერიოდს "ოქროს ხანა" ეწოდა.