საზოგადოება "ძალიან დაიფასე თავი და მეც უარგყავი... მეგონა მოვკვდებოდი" - ვის მიმართავს ირინა სარიშვილი 2021, 8 დეკემბერი, 14:29 ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმის შესახებ წერს თუ როგორ დაანება სიგარეტს თავი უკვე სამი დღეა. ყოფილი პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული გადაწვეტილების მიღება მისთვის მართალია იოლი არ ყოფილა და გაუჭირდა, თუმცა დარწმუნებულია რომ 18 წლიანი სტაჟის მიუხედავად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მაინც გაუძლებს."18 წლიდან ერთად მოვდიოდით. ჭირშიც, ლხინშიც შენზე ერთგული არავინ მყავდა.დღისით, ღამით, ყველგან, ყოველთვის ერთად ვიყავით. ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი.ბოლოს ძალიან დაიფასე თავი და მეც უარგყავი. მესამე დღეა უშენოდ ვარ.კი გამიჭირდა, მაგრამ რა ვიცი, ვსუნთქავ, ვჭამ, ვსვამ, ვიცინი, მძინავს.... გავუძლებ ალბათ...მესამე დღე უსიგარეტოდ", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.963 1-ს არ მოსწონს |