"87 ევრო დაჯდა თურმე თაიგული, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა კონცერტზე მიართვა ხატია ბუნიათიშვილს" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ პირველის პოსტს აზიარებს და წერს:
"87€ დაჯდა თურმე თაიგული, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა კონცერტზე მიართვა ხატია ბუნიათიშვილს.
ჩემი აზრით ქოცებსაც კი არ ჰგონიათ, რომ ეს თანხა გაფლანგულია.
ჩეხოსლოვაკია პატაკში ცალკე დაბნეულობის თემაა. ახლა ჩვენ უნდა მივხვდეთ კონცერტი ჩეხეთში იყო, თუ სლოვაკეთში" - წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.
"ტვ პირველის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 2011 წლის 13 ოქტომბრით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პიანისტ ხატია ბუნიათიშვილისთვის ჩეხეთში ან სლოვაკეთში, რადგან ჩეხოსლოვაკია აგერ 28 წელია აღარ არსებობს) უჩუქნია თაიგული, რომლის ფასი 87 ევრო ყოფილა და ამასთან დაკავშირებით შედგენილია პატაკი:
"მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ (ჩეხოსლოვაკია) პროტოკოლის თანამშრომელმა თენგიზ კვაშილავამ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შეიძინა თაიგული, როემლიც შემდეგ გადაეცა დასაცავ პირს. ხსენებულმა ხარჯებმა შეადგინა სულ 87 (ოთხმოცდაშვილი)ევრო და 18 ცენტი. ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი პატაკს თან ერთვის.
გთხოვთ თქვენს განკარგულებას სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისადმი, რათა აღმიშნული ხარჯის დასაფარად გამომიყონ 87 (ოთხმოცდაშვილი) ევრო და 18 ცენტი".