სად შევიძენ უაქციზო სიგარეტს? - ყველგან, მთვარია, გამყიდველს უთხრა, რომ...
უაქციზო სიგარეტის გაყიდვა თამბაქოს შესახებ კანონით ჯარიმდება, თუმცა თამბაქოს ნაწარმოს გაზვირების გამო, მას მთელი საქართველოს მწეველები დაეძებენ. მართალია, 4 ლარიც არაა იაფი, თუმცა აქციზიანი სიგარეტების კატასტროფულად მომატებულ ფასებს მაინც სჯობსო, ფიქრობს მწეველი.
ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა უაქცუიზო სიგარეტი - გამყიდველს ჰყავს სანდო და საიმედო კლიენტები, რომელთაც ცნობს და დარწმუნებულია, რომ ისინი საპატრულო პოლიციას არ დააყენებენ თავზე. მაგრამ ვისაც თამბქოთი მოვაჭრეებს შორის ნაცნობ-ახლობლები არ ჰყავს, მათაც შეუძლიათ, ნდობა მოიპოვონ.
ექსპერიმენტმა გაამართლა! ექსერიმენტმა გვაჩვენა, რომ მთავარია:
1. თამბაქოს გამყიდველი იყოს მარტო. თუ ვინმე კიენტთაგანია, დააცადო გასვლა - ამით მეტ ნდობას მოიპოვებ;
2. ჩურჩულით ჰკითხო: მაკი მინდა 3 "პაჭკა";
3.ხელში ფული გეჭიროს და დაანახო;
ის გაოცებული შემოგხედავს, სად მაქვს მაკი?
4. უჰ, სულ შენთან ვყიდულობ, ვერ მიცანი? და ჩამოიწიო ნიღაბი
მაშინვე დახლქვეშ გააპარებს ხელს, მერე მიმოიდედავს და გაწვდის სიგარეტს.
ჩემს თაობას არასდროს უნახავს დახლქვეშიდან გაყიდული საქონელი - ეს კომუნისტური წყობის სიმახინჯე იყო. დახლქვეშიდან რაიმეს გაყიდვას სულ რაღაც 9 წლის წინაც ვერავინ გაბედავდა, მაგრამ ახლა მობრინდა ის დრო, როცა უამრავი მანკიერება არსებობდა და ამ მანკიერებებს ყოველთვის ჰყავდათ "ზევით" ვიღაც "კრიშა".
რა ქნას გაჭირვებულმა ხალხმა? ახედავ-ჩახედავ სიგარეტის გამყიდველს, რომელიც ზოგჯერ ქარსა და თავსხმა წვიმაში დგას და თამბაქოდან მოგებული თანხით მერე საღამოსკენ ბაზარში ჩამოივლის და დიდხანს ევაჭრება ვაშლის გამყიდველს, რა ამბავია 4 ლარი, ცოტა დამიკელიო. სახლში მშიერ-მწყურვალი შვილები ელოდებიან, იქ კიდევ ამ შვილებს განათლების მიცემა სჭირდებათ, რომელსაც სკოლებში ვეღარ იღებენ, რადგან მასწავლებლებსაც ელოდებიან სახლში მშიერი შვილები და ამიტომ იძულებულები არიან გაკვეთილზე არ ახსნან გაკვეთილი, ყელში წაუჭირონ მოსწავლეებს, რომ იძულებული გახადონ, დღის მეორე ნახევარში მასთან შინ მივიდნენ და კლასში ასახსნელი მასალა სახლში აუხსნან ან მივიდნენ კონვერტში კოპწიად ჩაკეცილი თანხით, რომ ეგებ და ნიშანი მაინც დაუწეროს ნორმალური, რაკი მასთან არა და, სხვასთან ემზადება. ამ მოსწავლეების მშობლებიც ზოგი ექიმია, ზოგი უაქციზო თამბაქოთი მოვაჭრე, ზოგი მოსამართლე, ზოგი ლექტორი და ა.შ. და მათაც უნდა წაუჭირონ ყელში კლიენტებს, რომ მეტი ამოქაჩონ გაღრეტილი ხალხისგან...
და ასე იკვრება მანკიერი წრე!
დილიდან საღამომდე ადამიანს აღარ რჩება დრო და ენერგია იმაზე საფიქრალად, რა ხდება მის ირგვლივ, მთავარია დოღის ცხენივით დილიდან დაღამებამდე ირბინოს და იფიქროს - რით ამოყოროს ოჯახის კუჭი!
და ადამიანების დოღის ცხენებად ქცევა ამ საარსებოდ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და შვილების განათლებისთვის (იმედოვნებენ, რომ განათლებული შვილები მათზე ცოტა უკეთესად იცხოვრებენ) შთხვევითი არ არის! ეს მიზანმიმართულია. კარგად გათვლილი და მოფიქრებული. ვინც ამას მიზანმიმართულად აკეთებს, მან ისიც იცის, რომ დაღლილი კაცი საღამოხანს ისევ იმაზე იწყებს ფიქრს, ხვალ რა აჭამოს შვილებს. ამასობაში თვალსა და ხელს შუა გარბის დრო... ქართველი კი არ ცხოვრობს, ცოცხლობს - სულის ასდის და ჩამოსდის. სამაგიეროდ, ვინც მისი ცხოვრებით მანიპულირებს, ცხოვრობს ბედნიერად, ერთობა, მოგზაურობს და ღადაობს საწყალი ადამიანების ცხოვრებით.
უაქციზო თამბაქოს ნებისმიერ ბაზრობაზე იყიდით.
მთავარია, დაღლილ-დაქანცულ მოვაჭრეს თვალი ჩაუკრათ და ჩუღცულით უთხრათ:
- მაკი მომე.
ის შემოგხედავთ გაოცებით
ამ გაოცებას მიაგებოთ:
-ვაჰ, სულ შენთან არ ვყიდულობ? რა დაგემართა?
დახლქვეშ ჩაყოფს ხელს და ამოიღებს...
მეანიკურად გააკეთებს ამას, რადგან დაღლილია და
"მექანიკურია, ძია ვარდენ"