
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს საშინელი ტრაგედია დატრიალდა სანზონაში, მოკლულია 15 წლის დავით კრავეიშვილი. შსს-მ უკვე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი არასრულწლოვანი.
მეზობლების თქმით, კრავეიშვილს, ყოველ საღამოს, ძაღლი გაჰყავდა გასასეირნებლად. ვიდრე ის სახლიდან გავიდოდა, სადარბაზოსთან, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, 2 უცხო პირი იდგა - თვითმხილველებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ვიღაცას ელოდნენ. როდესაც სადარბაზოს გარეთ კრავეიშვილი გამოჩნდა, მას ორივე მათგანი მიუახლოვდა და ერთად დაიძვრნენ ლიახვის ქუჩის მიმართულებით.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ავტოფარეხებთან დაიწყო, შემდეგ კი კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მას სხვა მოზარდები გაედევნენ და დანით მიაყენეს დაზიანებები.
მეზობლების თქმით, ამის შემდეგ დაინახეს რამდენიმე ბიჭი, რომლებიც უკან გარბოდნენ.
"ერთი ტელეფონზე რეკავდა და ვიღაცას იხმობდა საშველად, მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. ბავშვები იყვნენ, პატარა ბავშვები, კაცს მათზე ვერ იტყოდი.
ამ ბავშვს [კრავეიშვილს] არავინ ახლდა, იმიტომ რომ არავინ ითხოვდა შველას. გამორბოდნენ ბიჭები, წაიქცა ერთი და მის გარშემო შემდეგ მხოლოდ მობინადრეები ტრიალებდნენ, " -ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "კურიერთან".
როგორც ირკვევა, გარდაცვლილ მოზარდს მამა გარდაცვლილი ჰყავდა, იგი გორიდან თბილისში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩამოვიდა. მათ სანზონაში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. დედას იქვე უბანში მაღაზია ჰქონდა გახსნილი.
წინასწარი მონაცემებით, საუბრობენ მკვლელობის ორ ვერსიაზე. ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი გოგონას გამო მოკლეს, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც დავით კრავეიშვილის მკვლელებს მაღაზიაში მოზარდის დედის ვალი ჰქონდათ. გარდა ამისა, ისინი გამორიცხავენ, რომ კრავეიშვილს დაპირისპირება მისივე თანაუბნელებთან, სანზონელებთან მოსვლოდა. მათი ინფორმაციით, კონფლიქტში ნახალოვკელები მონაწილეობდნენ.
სანზონაში მოკლული მოზარდის ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს. დავით კრავეიშვილის ოჯახის წევრებს ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პ.ს. ხო სულ დამავიწყდა,როცა ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობის განცდა და ადამიანი სწორი ქმედებით ვერ პოულობს სამართალს,მაშინ მკვლელობაც გამართლებულია და ბევრი რა სხვაც. უკანონო და არასამართლიან ქვეყანაში კანონის დაცვაზე არ უნდა ქონდეთ პრეტენზია. კონკრეტულად ამ შემთხვევაში კი, ყველა ადამიანი უდანაშაულოა,სანამ საპირიპირო არ დამტკიცდება და მედალს ორი მხარე აქვს. ტელევიზიები და ადვოკატპროკურორები ბევრს იტყვიან,მარა სასამართლომ უნდა დაადგინოს რა მოხდა. უი,სასამართლო კლანურია და შეილება ფული აიღონ?! მაშინ შეცვალეთ ეს დედა ნაქაჩი.
ერთერთ სკოლაში მოხდა ასეთი რამე,ბავშვი შეეპასუხა მასწავლებელს რაღაც ტესტის სიძლიერეზე თუ რაღაც მსგავსი,მასწავლებელი გაუშავდა ამ ბავშვს და ბავშვი სამართლის საძიებლად მანდატურთან მივიდა. ხოდა აქ დაიწყო ზუსტად სრული კატასტროფა,ჩამშვების იარლიყი მიაწერეს ბავშვს და დაუწყეს ბულინგი,რაც სკოლამ იცოდა,მთელმა სამასწავლებლობ და მშობლებმა. ამ ბავშვს მშობელს შესთავაზეს სხვა სკოლაში ბავშვის გადაყვანა და სთხოვეს არ გაეხმაურებინა ეს ამბავი. მებადება კითხვა,ეს დაჩაგრული და დაბულინგებული ბავშვს რო გადაკეტვოდა ან გადაეკეტოს და მჩაგვრელი მოკლას,მაშინ ვინ უნდა დასაჯოთ სიკვდილით? სკოლა,მასწავლებელი თუ მშობლები?