კინო ბოროტების სავანე 5 2012, 15 სექტემბერი, 0:54 დღეს 14 სექტემბერს მზიან კალიფორნიაში ბოროტების სავანის მეხუთე ნაწილის პრემიერა გაიმართა. ფილმი, როგორც მისი თრეილერებიდან ჩანს უახლესი ტექნილოგიებითაა გადაღებული და მის წინამორბედ ფილმს თუ გავითვალისწინებთ სავარაუდოდ საუკეთესო 3D ეფექტებით იქნება დატვირთული. ფილმისა და მსახიობების ფანებმა რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ადგილების დაკავება წითელ ხალიჩასთან და როდესაც მათი საყვარელი მსახიობები ფოტოგრაფების წინ პოზირებდნენ მათ სახელებს გაჰყვიროდნენ. რამდენიმე იღბლიანმა საკუთარ ფავორიტებთან სურათების გადაღებაც კი მოახერხა. თავდაპირველად მსახიობები ფოტოგრაფებისათვის პოზირებდნენ წითელ ხალიჩაზე, ხოლო შემდგომ გადაინაცვლეს კინოთეატრში სადაც არაერთი ფილმის პრემიერა გამართულა. ფილმის მთავარი გმირი მილა საოცრად გამოიყურებოდა. კინოსეანსის დასრულების შემდეგ მსახიობებმა ფილმის მომავალი წარმატება აღნიშნეს. საქართველოს კინოთეატრებში ბოროტების სავანის მეხუთე ნაწილის ჩვენება 20 სექტემბრიდან დაიწყება. 200 4-ს მოსწონს 1-ს არა
|