x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს ჭაობის არსება სანდრას ფეხის ფრჩხილად რომ არ ღირს" - მიხეილ სააკაშვილი

imageსაქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პასუხობს და წერს:

"წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ "რედ ბულამდე" დავიდა, ეტყობა "რედ ბული" განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.
ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი."-წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის წინაშე მოხსენებისას, სიტყვიერი დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში მინისტრმა "ლელოს" წევრს, სალომე სამადაშვილს განუცხადა: "ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცისმკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს".

ამასთანავე კამათი გაიმართა თაკო ჩარკვიანსა და თეა წულუკიანს შორის:

"მე მადლიერი ვარ ბატონო სოზარ სუბარის, რომელიც ჩემს მშობელს პირადად იცონობდა მისი ასეთი დახასიათებისთვის. მე მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ბატონო მიშა, ქალბატონო მაია, ქალბატონო ქეთი ვინც თქვენ მოიხადეთ ბოდიში ქალბატონი თაკოს უღირსი საქციელისთვის, რომელმაც საგნობრივად ვერაფერი მისაყვედურა და მისწვდა ჩემს გარდაცვლილ მამას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამაჩემი იყო ერთი სვანი ძალიან კარგი კაცი, მიუხედავ იმისა, რომ ქალბატონო თაკო სვანების რძალი ბრძანდება, როგორც ჩანს სვანეთს ამდენიხანი ვერაფერი გაუგო, ეს იყო კაცი რომლითაც დღესაც ამაყობს ძალიან ბევრი ქართველი და სხვანი ვაჟკაცი, ეს კაცი დღეს მარხია სვანურ მიწაზე. ასე ვიტყვი, ალბათ არ უნდა მეთქვა, მაგრმა ამ შეურაცხყოფას უპასუხოდ არ დავტოვებ, როდესაც კაცები და ქალები, ქუდიანები და კაბიანები, როგორც სვანეთში ვამბობთ, მამაჩემის საფლავის წინ გაივლიან და არცერთი არ იძახის, რომ იქ არ უნდა იყოს დამარხული ეკლესიის ეზოში, სადაც ის მარხია.

ქალბატონო თაკო, მგონია, რომ თქვენგან განსხვავებით ღირსება მაქვს! მე თქვენს მშობლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენს გარდაცვლილ მამას – დიდ ქართველ პოეტს. დიდი პატივს ვცემ თქვენს დედას. არ ვიკადრებ, რომ თქვენს მშობლებს მივაყენო შეურაცხყოფა. თქვენ ქალბატონო თაკო კიდევ უფრო დიდი უღირსი საქციელი ჩაიდინეთ და ჩემს მშობლებს შეეხეთ, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. ღიად მინდა გითხრათ, ჩემი მამა, ავთანდილ წულუკიანი ძალიან დიდი ქართველი ვაჟკაცი კაცი იყო. ის იყო კაცი, რომელიც თქვენი გარემოცვის ძალიან ბევრ კაცს ტოლს არ დაუდებდა. ის საფლავშიც კი სჯობია ძალიან ბევრს კაცს, თქვენს გარემოცვაში კაცი რომ ჰგონია თავი. ვგულისხმობ პოლიტიკურ გარემოცვას, თორემ ოჯახისადმი პატივისცემას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ" განაცხადა თეა წულუკიანმა

0
541
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0