ვარსკვლავები
ვარსკვლავების ახალგაზრდა ქალიშვილები, რომლებიც თავიანთი სექსუალუ@ობით ყველას შოკში აგდებენ
2021, 4 დეკემბერი, 14:29
მონიკა ბელუჩის, სინდი კროუფორდისა და ვანესა პარადის ქალიშვილებმა ვარსკვლავური დედებისგან ქარიზმა და სექსუალობა მემკვიდრეობით მიიღეს. ბევრმა მათგანმა მსოფლიო პოპულარობა და აღიარება თავიანთი მშობლებისგან განსხვავებით ბევრად უფრო პატარა ასაკში მოიპოვა. მოდით ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებიან ცნობილი დედების არანაკლებ პოპულარული მშვენიერი ქალიშვილები.
დევა კასელი
მსახიობი მონიკა ბელუჩი ყოფილი ქმრისგან, ვენსან კასელისგან ორ ქალიშვილს ზრდის: 17 წლის დევას და 11 წლის ლოენი კასელს. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მსახიობი ქალიშვილებთან ერთად სასტუმროდან გამოსული დააფიქსირეს. მსოფლიო პრესას დევას მომხიბვლელობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. გოგონას მაღალი ჭრილით საკმაოდ თამამი, შავი კაბა ემოსა.
ლილი-როუზ დეპი
ჯონი დეპისა და ვანესა პარადის 22 წლის ქალიშვილი თავდაჯერებულად იპყრობს მოდის სამყაროს. ის "Chanel"-ის სათვალეების სარეკლამო სახეა. მარტში ლილი-როუზიმ იტალიური "Vogue"-ის თამამი ფოტოსესიის კადრებით მსოფლიო აალაპარაკა, თუმცა ჯონი დეპს ქალიშვილის ასეთი პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს. ლილი-როუზი საზოგადოებისგან პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. 2018 წლის აპრილში ის მოდელ ეშ სტაიმესტს დაშორდა, რომელთანაც ურთიერთობაში ორ წელზე მეტხანს იმყოფებოდა. მასვე მიაწერენ რომანს მოდელ სტელა მაქსველთან და მსახიობ ტიმოთი შალამესთან.
ალესია კაფელნიკოვა
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, ევგენი კაფელნიკოვის 23 წლის მომხიბვლელი ქალიშვილი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. გოგონა, რომელიც მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში ყოველთვის თავისი თამამი ფოტოებით ანებივრებდა, ცოტა ხნის წინ დედა გახდა, მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც კიარა დაარქვა.
პერის ჯექსონი
მაიკლ ჯექსონის 23 წლის ქალიშვილმა რამდენიმე წლის წინ მონაწილეობა "Chanel"-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო. გოგონა ჯარისკაცებთან ერთად ეიფელის კოშკის ფონზე, ბიუსტჰალტერის გარეშე პოზირებდა, თხელ ბლუზაში პერისის "ღირსებები" დაკვირვებულ თვალს შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენია!
კაია გერბერი
ცნობილი მოდელის სინდი კროუფორდის 20 წლის ქალიშვილი დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, გოგონამ უკვე მოასწრო მსოფლიო პოდიუმების დაპყრობა და თავისი თაობის ერთ - ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად იქცა. მომხიბვლელმა კაიამ ცოტა ხნის წინ ოჯახთან ერთად, კუნძულ სენტ ბარტსის სანაპიროზე დასვენებისას დედის, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის 90-იანი წლების ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქი გაიმეორა, რითიც მთელი მსოფლიო პრესა აალაპარაკა. სწორედ ასეთ წითელ საცურაო კოსტუმში პოზირებდა სინდი "Shape Your Body" -ის სავარჯიშო კასეტების გარეკანზე, თუმცა მაშინ მოდელი 26 წლის იყო, ხოლო კაია ჯერ მხოლოდ 20- ის არის !