x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს რა გიკადრია, გოგო… ფსკერს ქვემოდან აკაკუნებ უკვე" - რატომ დაუპირისპირდა ვახო სანაია ხატია მოისწრაფიშვილს

image


ჟურნალისტი ვახო სანაია "იმედი ლაივში" ხატია მოისწრაფიშვილის, გიორგი სანაიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას ფსკერს ქვემოთ მყოფს უწოდებს.


"Khatia Moistsrapishvili ეს რა გიკადრებია, გოგო. იმედზე ჩაერთე და ჩემზე ილაპარაკე? :))))))) კიდევ დიდ ხანს ვერ მოინელებ იმას, რაც დღეს დაგემართა. ფსკერს ქვემოდან აკაკუნებ უკვე :))


Magda Anikashvili შენ რა უნდა გითხრა საერთოდ, ამქვეყნისა აღარა ხარ : )))))))


მოისწრაფიშვილმა ადეიშვილის დროს სასამართლოში იძულებით მოვხვდი სამუშაოდო. ალბათ შევარდნაძესთანაც იძულებით მუშაობდა. სალომე ზურაბიშვილთანაც, საიდანაც დაჟე გამოაგდეს და ახლა ისევ ეტენება ოცნებას.


მაგრამ რეკორდი ამ კომენტარმა დაამყარა :))))) 15 წლის ვიყავი მაშინ. რა ასაკში უნდა გაეცნო ჩემთვის - 13 წლისა? 8 წლისა? და რატომ უნდა გაეცნო საერთოდ? დიდი ინტელექტით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ეს ნამეტანია. ალბათო ცუდი ბავშვი იყავიო და ამიტომ არ გამაცნო შენი თავიო. ვერ ვიჯერებ, რომ ეს დაწერა :)))))


ჩემი ძმის მეგობარი" - წერს ვახო სანაია და მოისწრაფიშვილის სქრინს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ე.წ. "პიჯაკების საქმის" განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცახდა, რომ ის იყო უკანასკნელი ვინც იმ საბედისწერო დღეს გიორგი სანაია უკანასკნელმა ნახა.


"ვახო, მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი. ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე, სადღაც გავედით და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში, –ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.


"აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო. გიორგი სანაიას "გაპამპულავებული" ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. ეს უბრალოდ გავიხსენე, რადგან ხანდახან ატრიალებენ ხოლმე ამას, როგორ მათამაშებს, დამცინის და მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება.


მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, მაგრამ ჩემთვის მართლა იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ჟურნალისტი ხატია მოისწრაფიშვილი მოგვიანებით ექსპრეზიდენტის მიერ, სასამართლოზე გაჟღერებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმარა და სააკაშვილი სიცრუეში ამხილა. მისი თქმით, ის გიორგი სანაიას მეგობარი იყო და ყოფილი პრეზიდენტი იმ დღეს მასთან ერთად არ უნახავს.


"გიორგი სანაია მე მივიყვანე ბოლოს სახლშიო, ყოფილმა პრეზიდენტმა და ვერ ვიხსენებ, ეს იყო ჩვენთან ერთად?: ვახ, მართლა შუბლის ძარღვის პრობლემაა" – დაწერა ხატია მოისწრაფიშვილმა პირად გვერდზე, რაზეც მოგვიანებით "იმედის" პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა. ვახო სანაიას თქმით კი, მოისწრაფიშვილი ცრუობს და ამის მტკიცებულად სემინარზე გადაღებულ იმ ფოტოს აზიარებს, რომელზეც გიორგი სანაიაც არის აღბეჭდილი.


image





0
1063
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1063