სამეცნიერო რატომ ჩაანაცვლებს ოშოს მძღვრება ბიბლიას სულ მალე 2021, 2 დეკემბერი, 17:07 გაინტერესებთ, ახალგაზრდა თაობა რა წიგნებს ათვალიერებს ან ეძებს? დააკვირდით! ახლახან რომ "შევაჯამე დაკვირვების შედეგები", პირველ ადგილზე გამოვიდა ოშო.
ოშოს "მდოგვის მარცვალი". რატომ აინტერესებთ ახაგაზრდებს ოშო?
უმრავლესობა გიპასუხებთ: იმიტომ, რომ ოშომ მათ უფრო მეტი ასწავლა ცხოვრებაში, ვიდრე ბიბლიამ და მხატვრულმა ლიტერატურამ. ნამდვილად ჩასაფიქრებელია.
ოშოს "მოძღვრება" სწრაფად იკიდებს ფეხს საქართველოში..
თუ ოშოს წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ იგი არის უდიდესი შემპარავი საფრთხე მომავალი თაობისათვის. ეკლექტიკური ნაზავია ძალიან ბევრი მოძღვრების, თანაც არაა დასამალი, რომ ფილოსოფიურად განათლებულმა ინდოელმა გურუმ ბჰაგვან შრი რაჯნიშმა გენიალური ინტუიციით მოარგო ეს ყველაფერი თანამედროვეობას, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მეამბოხე და თავისუფლებას დაწაფებულ ტვინებს....
არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ეკლესიის კლებადი ავტორიტეტის მიხედვით, გარკვეულწილად ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა სწორედ ოშოს "რელიგია" აირჩიოს სულიერ საზრდოდ. ასეა, როცა წლებია უყურებ, რა ხდება საეკლესიო ცხოვრებაში, ეს რწმენაზეც აისახება 18 წლის ასაკში.
არადა ეკლესიასტეს პირველივე გვერდი უფრო მეტია სიბრძნით, ვიდრე მთელი ოშო.
თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს..
137 1-ს მოსწონს
|