შოუბიზნესი ფანები ირწმუნებიან, რომ რიანა თავის პირველ შვილს ელოდება 2021, 1 დეკემბერი, 23:02 რიანას ფანები დარწმუნებულნი არიან, რომ მომღერალი თავის პირველ შვილს ელოდება. ამ დასკვნამდე ფანები მაშინ მივიდნენ, როცა რიანა ბარბადოსის რესპუბლიკად გამოცხადების საზეიმო ღონისძიებაზე იხილეს.
რიანა ღონისძიებაზე მჭიდრო ყვითელი ტყავის კაბით გამოჩნდა, რომელშიც წამოზრდილი მუცელი ეტყობოდა. შეგახსენებთ, რომ მომღერალი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდა, რომ დედობა სურდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მისი რომანი მომავალი ბავშვის მამასთან საკმაოდ სერიოზულია. საუბარია რეპერ რაკიმ მაიერსზე, რომელიც ეისაფ როქის (A$AP Rocky) ფსევდონიმით გამოდის. რაკიმს მომღერალი უკვე 8 წელია იცნობს. თუმცა 2012 წელს, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, მათ მხოლოდ პროფესიონალური საქმიანობა აკავშირებდათ და ერთად სიმღერაც ჩაწერეს. მას შემდეგ ისინი დამეგობრდნენ და არაერთხელ უთანამშრომლიათ. პირველად წყვილი ერთად "ბრიტანული მოდის დაჯილდოვებაზე" გამოჩნდა, სადაც შეყვარებულებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე მეგობრებს. მალე ცნობილი გახდა, რომ რიანა თავის იმჟამინდელ ბოიფრენდს ჰასან ჯამილს დაშორდა, რომელსაც 4 წელი ხვდებოდა. გავრცელდა ხმები - რიანა დაიღალა, რომ ჯამილი მუდმივად აკონტროლებდა. იმავე წელს რიანა რაკიმთან ერთად თავის სამშობლოში, ბარბადოსში გაემგზავრა, რათა ის მშობლებისთვის გაეცნო. 2020 წლის მაისში კი წყვილმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რომანი აქვთ. 105 1-ს მოსწონს
|