"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც მეუღლეების ღალატში გამოიჭირეს
ჰოლივუდში ღალატი უცხო ხილი ნამდვილად არაა, ოჯხები სწორედ ამ მიზეზის გამო ენგრევა უმრავლესობას:
1. ჯეი ზიმ ბიონსეს უღალატა ვიღაც “ბეკისთან"
სწორედ ჯეი ხის ღალატმა შექმნა ბიონსეს ალბომი Lemonade, სადაც მომღერალი მეუღლის ღალატის შესახებ მღერის, 2017 წელს რეპერმა საჯაროდ აღიარა ცოლის ღალატი, მას ბოდიშიც მოუხადა და გამოტყდა, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ძალიან ბევრი იშრომა.
2. ლარი კინგმა ცოლს მისივე უმცროს დასთან უღალატა
ტელეწამყვანი ცოლზე 26 წლით უფროსია. ქალი მისგან წავიდა, როცა გაარკვია, რომ მეუღლე მისივე უმცროს დასთან ღალატობდა, თუმცა ოფიციალურად დღესაც არ განქორწინებულან.
3. ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონს ანჯელინა ჯოლისთან უღალატა
მართალია, ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ მისტერ და მისის სმიტების გადაღებების დროს, როდესაც “ბრანჯელინამ" რომანი გააჩაღა, პიტი ჯერ კიდევ ენისტონზე იყო დაქორწინებული.
4. კრისტენ სტიუარტმა რობერტ პატინსონს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა
2012 წელს სტიუარტი ფიფქიას გადაღებების დროს რეჟისორთან პიკანტურ გარემოში დააფიქსირეს. შედეგად რეჟისორსაც დაენგრა ოჯახი და პატინსონის და სტიუარტის ურთიერთობაც დასრულდა.
5. იტან ჰოუკმა უმა თურმანს ძიძასთან უღალატა
წყვილის ქორწინება დასრულდა 2003 წელს, როდესაც ქალმა ქმრის ღალატის შესახებ გაიგო. ჰოუკი ამავე ძიძაზე 2008 წელს დაქორწინდა.
6. ეშტონ კუტჩერმა დემი მურს ვინმე სარა ლისთან უღალატა
კუტჩერმა ცოლს ახალგაზრდა სარა ლისთან 2013 წელს უღალატა. გოგონამ მოგვიანებით ამ ღამის შესახებ მეუარებიც კი გამოაქვეყნა.
7. მადონამ გაი რიჩის ალექს როდრიგესთან უღალატა
მართალია მადონა უარყოფდა ღალატის ფაქტს 2008 წელს, მაგრამ მომღერალი და ბეისბოლისტი ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს პაპარაცებმა. შედეგად რიჩი ცოლს იმავე წელს დაშორდა, როდრიგესი კი მისმა ცოლმა მიატოვა.
8. რაიან ფილიპმა რიზ უიზერსპუნს ები კორნიშთან უღალატა
2006 წელს უიზერსპუნმა ქმრის ტელეფონში ნახა მინაწერები და ღალატის სხვა მტკიცებულებები და დაშორდა კიდეც.
9. ტიმ ბერტონმა ჰელენა ბონემ კარტერს უცხო ქალთან უღალატა
2013 წელს ბერტონი უცნობი ქერა ქალის კონცის დროს დააფიქსირეს პაპარაცებმა, წყვილი კი 2014 წელს დაშორდა ერთმანეთს.