x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მას არასდროს უღალატია" - ქალი, რომელიც 1964 წლიდან ერთადერთი მანქანით დადიოდა
image

ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებისთვის გასაკვირი არ არის ისტორიები ოჯახში ერთადერთი მანქანის შესახებ, რომელიც მემკვიდროებით მამიდან შვილზეც გადადიოდა, რადგან ავტომობილების დიდი დეფიციტი იყო დ ამასთან ერთად სათადარიგო ნაწილებსაც.ამიტომ ადამინები მაქსიმალურად ზრუნავდნენ მასზე.

სულ სხვა სიტუაცი იყო დასავლეთში: ევროპასა და აშშ-ში, სადაც იყო სხვადასხვა ბრენდების უზარმაზარი არჩევანი ყველა გემოვნების და ბიუჯეტის, სადაც განახლებული მოდელი გამოდიოდა ყოველ-ორ წელიწადში, ხოლო რამდენიმე წელიწადში, ფაქტობრივად, ჩნდებოდა ახალი თაობის მანქანები. . ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მართავდნენ ერთი და იგივე ავტომობილებს და მით უმეტეს მთელი სიცოცხლის განმვლობაში, ძალზე იშვიათი.

სწორედ ასეთი გახლავთ რეიჩელ ვეიჩი, მას ახსოვს, რომ საკუთარი Mercury Comet -ი შეიძინა ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის დროს, 1964 წლის დასაწყისში, ფლორიდაში 3289 დოლარად. მაშინ რეიჩელი 45 წლის იყო და ეს იყო პირველი ახალი მანქანა მის ცხოვრებაში. პირველი და ერთადერთი.

image

დრო გადიოდა, იცვლებოდა ქალაქები და შტატები, სადაც რეიჩელი ცხოვრობდა, ის ამ ხნის განმავლობაში სამჯერ გათხოვდა და გამოთხოვდა, ოთხი შვილი შეეძინა და ხანგრძლივად მედდად მუშაობის შემდეგ, პენსიაზე გავიდა. ერთადერთი, რაც ბებიამ წლების განმავლობაში არ გამოიცვალა, იყო Mercury Comet-ი.


image

"ამ მანქანას არასდროს დავუღლივარ, არ შემიცვლია და არასდრო უღალატია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შემეძლო მასზე დაყრდნობა."


image

რეიჩელს ახსოვს რამდენჯერ შეცვალა აკუმლიატორი, მაყუჩები, ამორტიზატორები, წყლის ტუმბოები და სხვა ნაწილები. აკუმულატორები - 17-ჯერ გამოცვალა, გამონაბოლქვის მილი კი შვიდჯერ შეცვალა.

image

თითოეულ ბენზინგასამართ სადგურზე ის იწერდა გარბენს, რატომღაც გამოთვალა მილების რაოდენობა, რომელიც შეიძლება დაფაროს ერთი გალონი საწვავით, ახსოვს, რომ - როდესაც მან მანქანა იყიდა, ერთი გალონი ბენზინი ღირდა 39 ცენტი. თუ რამეს დაივიწყებდა, მას ყოველთვის შეეძლო ენახა ის, რაც მას სჭირდებოდა უზარმაზარ სეგრეგატორში, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა ქვითრებით, ჩეკებით და ყველა სახის მსგავსი მაკულატურით.

image

"ამ მანქანას აქვს ავტომატური გადაცემათა კოლოფი, კონდიციონერი, რბილი საკიდარი და გადის 15 მილს ერთ გალონით, რაც მე ჯერ კიდევ მჭირდება“, - ამბობს რეიჩელი რეტრო მანქანების მოყვარულთა გამოფრნაზე, სადაც მას მოუთმენლად იწვევდნენ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან.

"კომეტის“ ოდომეტრი 2012 წელს 567 ათას მილზე გაჩერდა. 93-ის ასაკში ბებიაჩემი მაინც ატარებდა მანქანას, თუმცა არც ისე ხშირად, რადგან ვეღარ ახერხებდა, ჯანმრთელობა აღარ აძლევდა საშუალებას."-ამბობდა მისი შვილიშვილი.

ქალბატონი რეიჩელი 2017 წელს გარდაიცვალა 99 წლის ასაკში.

image


image


ჯინო ლუჩიმ, საჰაერო ძალების ვეტერანმა ნეშვილიდან, მიჩიგანი, და მისმა ვაჟმა ჯაჩინტომ, 1943 წლის მეორე მსოფლიო ომის თვითმფრინავი ავტოსახლად გადააკეთეს. ფურგონი, რომელსაც "ზღაპრული ფლამინგო"(Fabulous Flamingo) უწოდეს, თითქმის მთლიანად თვითმფრინავიდან არის აგებული, გამონაკლისი ძრავა და ძარაა. ასეთი უჩვეულო მანქანის შემქმნელი ა...


ჰოლანდიურ თემში, ნუნსპეტში, მძღოლმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალის გადასარჩენად საკუთარი მანქანა შესწირა. გადარჩენის ვიდეო ტელეკომპანია RTV Nunspeet-მა გამოაქვეყნა. უკან მოძრავი ავტომობილის სალონში დამონტაჟებული რეგოსტრატორის მიერ გადაღებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთმა მანქანამ აშკარად კონტროლი დ...


20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკვიჩის საავტომობილო ქარხნის კონვეიერი საბოლოოდ გაჩერდა, არა და ერთხელაც სსრკ-ში წარმოებულმა ამ ავტომობილებმა შეძლეს რკინის ფარდის გარღვევა და მეტიც, პოპულარობის მოპოვება დიდ ბრიტანეთში. ამჟამად საბჭოთა რკინის რაში ნაკლებად სავარაუდოა ვინმეს მოეწონოს, მაგრამ ინგლისში ჯერ კიდევ არს...


მანქანების დაგრძელება ყოველთვის პოპულარული იყო როგორც პროფესიონალ ავტოსალონებში, ასევე ჩვეულებრივი ავტოფარეხის ხელმარჯვე ხელოსნებში, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან უჩვეულო ავტომობილზე, რომელიც გამოჩნდა 1941 წელს. ეს არის Packard 90, ასევე ცნობილი როგორც Super Eight, მაგრამ ორიგინალ ქარხნულზე გრძელია. "მხოლოდ" 670 მილიმეტრი...

0
268
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0