ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა - დმანისში ავარიას კი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
![ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7
სართულიდან გადავარდა და დაიღუპა -
დმანისში ავარიას კი ოჯახის 4 წევრი
ემსხვერპლა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112900112282330.jpg)
კვირა დღე მძიმე აღმოჩნდა საქართველოს რეგიონებისთვის. რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა, რის შესახებაც რეგიონებში მოქმედი მედიასაშუალებები იუწყებიან.
უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. „აჭარაNews“-ის ინფორმაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა გუდიაშვილის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს გვერდით მოხდა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარის შესახებ 112-ში შეტყობინება არ შესულა.
28 ნოემბერს უმძიმესი ავარია მოხდა დმანისთან. კაზრეთის გზაზე – ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები მამა, შვილი, რძალი და შვილიშვილი არიან.