მსოფლიო “გახსოვდეს, რომ მიყვარხარ!” 2012, 9 აპრილი, 17:19
დამწუხრებული მაშველი რაღაც ძალამ არ მოასვენა და შეეცადა, ნაპრალში თავი შეეყო… და უცებ იყვირა: “ბავშვი, აქ ბავშვია!..” ცოტა ხანში კი მათ სულისშემძვრელი სურათი იხილეს. თხელ საბანში გახვეულ პატარა ბიჭუნას დედა მთელი ტანით გადაჰფარებოდა. ცხადი იყო, რომ დედა შვილის გადარჩენას ცდილობდა… მაშველები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, არადა პატარას მშვიდად ეძინა… როდესაც გახარებულებმა ბიჭუნას საბანი შემოხსნეს, შენიშნეს, რომ პატარას ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლის ეკრანზეც ტექსტური შეტყობინება იყო: “თუ იცოცხლებ, გახსოვდეს, რომ მიყვარხარ”. ასეთია დედის თავგანწირვა და სიყვარული… 159 2-ს მოსწონს
|