სხვა 7 საინტერესო ფაქტი ლომების შესახებ 2021, 30 ნოემბერი, 9:42 I. ლომების პრაიდში მხოლოდ ძუ ლომები ნადირობენ გაინტერესებთ, რას აკეთებს ხვადი? — ის მხოლოდ «ტახტის» შენარჩუნებაზე ზრუნავს: თუ მის ადგილზე სხვა მამრი ლომი გამოთქვავს პრეტენზიას, პრაიდის უფროსი მას შეებრძოლება, — ან გაიმარჯვებს და პრაიდში დარჩება, ან განდევნილი იქნება და მის ადგილს უფრო ახალგაზრდა და ძლიერი ხვადი დაიკავებს. II. ძუ ლომი თავისუფალი დროის 90% ნადირობაზე ხარჯავს III. ახალი ალფა–ლომი პრაიდის ძველი უფროსის ყველა ბოკვერს კლავს IV. ხვადი ლომის სტერილიზაციის შემთხვევაში, ტესტოსტერონის ნაკლებობის გამო, ის ფაფარს მთლიანად კარგავს. V. 10 ბოკვერიდან, მხოლოდ 2 აღწევს ზრდასრულობის ასაკს VI. ფაფარის გაზრდა მთლიანად ტესტოსტერონზეა დამოკიდებული. ამიტომ, ძუ ლომს ის არა აქვს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ბოტსვანას ეროვნულ პარკში, 5 ფაფრიანი ძუ ლომი აღმოაჩინეს. VII. ლომს ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ფოკუსირება არ შეუძლია. 510 4-ს მოსწონს
|