x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ
I. იაპონიაში ეროვნული დროშა მხოლოდ 1999 წელს გამოჩნდაimage


1870 წლიდან დროშას, მზის დისკის გამოსახულებით, სავაჭრო და სამხედრო ხომალდებზე, როგორც ეროვნულ დროშას იყენებდნენ, ანუ მხოლოდ ფლოტზე. მაგრამ, რადგან იაპონიისთვის, საერთაშორისო თავყრილობებზე ქვეყნის წარსადგენად, აუცილებელი იყო სახელმწიფო დროშა, 1999 წ. გამოიცა კანონი, რომლის მიხედვით, მზის დისკიანი დროშა სახელმწიფოს ეროვნულ დროშად გამოცხადდა.


II. იაპონიაში ტატუირება განქსტერებთან ასოცირდებაimage


ადრე ტატუს მხოლოდ იაკუძა და მასთან კავშირში მყოფი პირები ატარებდნენ. დღეს ტატუირება იაპონიაში უკვე ლეგალიზებულია, მაგრამ ის მაინც მგრძნობიარე თემად რჩება.


III. ტოკიო — ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოშიimage


რთული დასაჯერებელია, რომ ამ ქალაქში იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ბევრ ქვეყანაში, უფრო კონკრეტულად კი, 37, 4 მლნ. კაცი.


IV. იაპონურ მითოლოგიაში ერთრქა — სასტიკი ცხოველიაimage


იაპონურ ერთრქას — ცილინს, ლეგენდის თანახმად, ადამიანების ბუნების დანახვის უნარი აქვს და ის, ცუდ ადამიანებს, გულში რქის გაყრით სჯის.


V. იაპონურ სახლში ყველაზე საპატიო ადგილს «კამიზას» ეძახიანimage


კამიზა — შემოსასვლელი კარიდან ყველაზე დაშორებული ადგილია და იაპონური ეტიკეტის თანახმად, იქ ყველაზე საპატიო სტუმარს სვამენ. ხოლო, ადგილს, რომელიც ყველაზე ახლოს არის კართან, — «სიმოზა» ჰქვია და ის ნაკლებად საპატიოდ ითვლება. წარსულში, ის ყველაზე სახიფათოდ და ცივ ადგილად ითვლებოდა, რადგან სტუმარს ორპირში უწევდა ყოფნა.


VI. იაპონიაში გადაღლილობა ფასობსimage


ოფისში, მეტროსადგურებში, კაფეში და სხვა ადგილებში ძილი — ამ ქვეყანაში ნორმად ითვლება. ეს ირგვლივმყოფებს ეუბნება, რომ ადამიანი იმდენადაა დაკავებული, რომ დასვენების საშუალება არა აქვს.


VII. იაპონიაში, 70 წელს გადაცილებული ადამიანები, მაღალი რადიაციის ადგილებში მუშაობენimage


ისინი ამით, ახალგაზრდა თაობას იცავენ, დაავადების საფრთხისგან. «ორგანიზმში სიმსივნის გასავითარებლად, რადიაციას 20-30 წელი ესაჭიროება, ხოლო მე, სავარაუდოდ, კიდევ 10-15 წელი ვიცოცხლებ. ასე, რომ, საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა, ჯერ კიდევ შემიძლია» — ამბობს 74 წლის ბ. იამადა, რომელიც რადიაციულ ზონაში მოხალისედ მუშაობს.


VIII. ჰეროსიმაზე ჩამოგდებული ბომბი, სიმძლავრის მხოლოდ 2%–ით გააქტიურდაimage


ამ ატომურ ბომბში არსებული ურანის მხოლოდ 1, 4% შევიდა რეაქციაში. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ის რომ მთელი სიმძლავრით ამოქმედებულიყო?!


IX. იაპონიაში ხმოვანი რეკლამა, რეკლამის ყველაზე პოპულარული სახეობააimage


სარეკლამო განცხადებები პირდაპირ აყრუებს გამვლელებს, როგორც სტაციონალური, ისე მოძრავი ხმის გამაძლიერებლებით, რომლებიც ავტომობილებზეა დამაგრებული. ეს ძალიან აღიზიანებს ქალაქის მოსახლეობას, მაგრამ პოლიცია ხმაურიან რეკლამებს მშვიდად ხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ღამის საათებშია და ადამიანებს ძილში ხელს უშლის.


X. იაპონიაში «დედა–გოგონები» არიანimage


გიარუ–დედა – ასე ეძახიან ქალბატონებს, რომელიც გამომწვევი სამოსით და მკვეთრი მაკიაჟით დადიან, იკეთებენ ვარცხნილობებს და ყველანაირად ცილობენ, რომ ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. მაგრამ ისინი, ინფანტილურობის გამო, რომელიც მცდარ წარმოდგენა ქმნის სილამაზეზე, კრიტიკის ობიექტები, ხშირად ხდებიან. ისე, როგორც სხვა, ეს სუბკულტურაც ცალკეულ მიმდინარეობად იყოფა. მაგრამ, საერთო ჯამში – საკუთარი გარეგნობით, ეს ქალბატონები იქითკენ მიისწრაფიან, რომ ახალგაზრდა თოჯინებს დაემსგავსოს.



image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. ვინ და როგორ მოპარა ედუარდ შევარდნაძეს ოქროს საათი – ქურდობის დაუჯერებელი ისტორია

2. კრიშნას ჩაძირული ქალაქი

3. პარაკასის კულტურის უცნაური თავის ქალა

4. მაიკლ ჯექსონი ნამდვილად ზეადამიანი იყო!.. და ამის სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს

5. 12 მოულოდნელი ფაქტი ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

6. «მომავალ წელს სულს მოვითქვავთ»... რა იწინასწარმეტყველა ვანგამ და ნოსტრადამუსმა 2022 წლის შესახებ


0
582
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0