"Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა მსოფლიოში, სადაც ადამიანების გვამების გახრწნას შეისწავლიან
Freeman Ranch ერთ-ერთია იმ 5 ფერმიდან, სადაც გვამების გახრწნას შეისწავლიან. ფერმაში არაფერი იზრდება, მხოლოდ იხრწნება. აქ ადამიანები სწავლობენ ადამიანის სხეულის გახრწნას სხვადასხვა პირობებში. ფერმის 16 ჰექტარზე მიმოფანტულია შიშველი ადამიანის 50 ცხედარი გახრწნისსხვადასხვა ეტაპზე. !["Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა
მსოფლიოში, სადაც ადამიანების
გვამების გახრწნას შეისწავლიან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112613062789693.png)
ფერმა ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრის ნაწილია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სწავლობს ადამიანის ორგანიზმის რღვევას.!["Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა
მსოფლიოში, სადაც ადამიანების
გვამების გახრწნას შეისწავლიან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112613071489693.jpg)
კვლევის პროცესში მიღებული ცოდნა ფასდაუდებელია მთელი მსოფლიოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ხოლო თავად Freeman Ranch-ის ღირებულება კიდევ უფრო იზრდება იმით, რომ ევროპაში ასეთი „ფერმები“ აკრძალულია.!["Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა
მსოფლიოში, სადაც ადამიანების
გვამების გახრწნას შეისწავლიან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112613080289693.jpg)
დონორის სხეულებს მეცნიერები იყენებენ იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ამინდის პირობები და რელიეფი ადამიანის სხეულების დაშლაზე.!["Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა
მსოფლიოში, სადაც ადამიანების
გვამების გახრწნას შეისწავლიან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112613083789693.jpg)
ახალი ცხედრები თვეში რამდენჯერმე მიჰყავთ ფერმაში. მკვლევარებმა და კურსდამთავრებულებმა უნდა გაასუფთავონ და დაახარისხონ ახალი სხეულები, სანამ ისინი მოედანზე განთავსდებიან.!["Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა
მსოფლიოში, სადაც ადამიანების
გვამების გახრწნას შეისწავლიან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112613093289693.jpg)
ადამიანების ცხედრები განლაგებულია ველური ბუნების ხელმისაწვდომ ღია ადგილას, ან მოთავსებულია სპეციალურ გალიებში. პირველი მეთოდი საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სხეული ცხოველების გავლენის ქვეშ, ხოლო მეორე - ბაქტერიების.!["Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა
მსოფლიოში, სადაც ადამიანების
გვამების გახრწნას შეისწავლიან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112613101789693.jpg)
კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფერმას აქვს უსაფრთხოების სერიოზული სისტემა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თუმცა, მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ არასდროს ჰქონიათ პრობლემა იმ ადამიანებთან, რომლებსაც მათ ტერიტორიაზე შეპარვა ენდომებოდათ.!["Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა
მსოფლიოში, სადაც ადამიანების
გვამების გახრწნას შეისწავლიან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112613112489693.jpg)