ინსტაგრამ-მოდელმა თავისი სხეული აჩვენა ფოტოშოპისა და ყოველგვარი შელამაზების გარეშე
სოციალური ქსელები, განსაკუთრებთ კი ინსტაგრამი, სადაც ისედაც უხვადაა ფილტრები, სავსეა უნაკლო, უზადო გარეგნობის ადამიანებით. ისინი თავიანთ სეულს მარკეტინგულ ინსტრუმენტად იყენებენ, რათა მოგყიდონ რაიმე დიეტა ან “სწორი კვების" რაციონები. ისინი საკმარისად გულწრფელები არ აეიან თავიანთ გამომწერებთან, იდეალური ხომ არავინაა და მათაც აქვთ ის ნაკლოვანებები, რომლებსაც ასე კარგად მალავენ. ისნტაგრამ-მოდელმა დანაია მერსერმა (Danae Mercer) სწორედ ამ პრობლემის შესაებ მიუთითა თავის გამომწერებს:
ის არის ჟურნალისტი და მოდელი და ცხოვრობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში
დანაიამ ყველაზე კარგად იცის, რამდენი ტყუილია სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ეჩვენებინა საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც სინამდვილეშია: “დაძაბული და მოდუნებული. არ მაინტერესებს რამდენად შეშუპებული ვარ, უნდა ვჭამო, რადგან ჩემს სხეულს სჭირდება საკვები."
თავის ინსტაგრამზე ინფლუენსერი რჩევებს აძლევს მომხმარებლებს, როგორ გამოიყურებოდნენ ფოტოზე უკეთესად, მაგრამ ფოტოშოპის გარეშე
მაგრამ ესეც ერთგვარი მოტყუებაა, ამიტომ ქალი თავის სხეულს აჩვენებს ისე, როგორც არის.
ასევე, მცდარი ეტალონებისკენ სწრაფვამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ჯანმრთელობა, რაც დანაიმაც საკუთარ თავზე გამოსცადა და კვებითი აშლილობა განუვითარდა.