საზოგადოება რა შეემთხვა აჩი მეფარიძეს ,,სუპერში” და რატომ გამოიძახეს პატრული? (ვიდეო) 2021, 26 ნოემბერი, 10:29 ინციდენტი მოხდა სუპერმარკეტების ქსელ „სუპერში“, სადაც ერთერთი ცნობადი სახე პრეტენზიებით მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სულ მალე ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ. როგორც გაირკვა, პოპულარული ქართველი მომღერალი აჩიკო მეფარიძე სუპერმარკეტის მოლარეს 25 ლარის დაკლებას ედავებოდა, რის გამოც სახლიდან მარკეტში, წყნეთიდან ბელიაშვილზე დაბრუნდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომლებს. კონფლიქტის დროს პატრული გამოიძახეს… როგორც თვითმხილველები “ალიას” უყვებიან, საბოლოოდ, ინცინდენტი ამოიწურა და მომღერალმა ბოდიში მოიხადა. თვითმხილველებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გადაიღეს. თუმცა, როგორც მესამე ვიდეოდან ჩანს, პატრულის ეკიპაჟის მოსვლისა და ვიდეოჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ დადგინდა, პერსონალი არ ტყუოდა და ბოდიშის მოხდა თავად მომღერალს ამიტომაც მოუწია. გარდა ამისა, პერსონალი უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ ბოდიშის მიუხედავად, აჩი მეფარიძე საკმაოდ ზედმეტად აგრესიული იყო და არც მუქარასა და გინებას იშურებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა აჩი მეფარიძემ წყნეთიდან თბილისში საგანგებოდ, ვითარების გასარკვევად და ზარალის ასანაზღაურებლად ხელმეორედ იარა, როგორც ჩანს, სავაჭრო ობიექტის პერსონალთან და პატრულის ეკიპაჟთან საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა და პირიქით მას მოუხდა ბოდიშის მოხდა. პერსონალმა კი ინციდენტის ბოლოს დააპირა, მისთვის ემღერათ სიმღერა „მშვიდობით!“... 795 1-ს მოსწონს
|