x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სი@ობების კეთებაში მწვერვალებს იპყრობენ" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საფრანგეთის მიერ, საქართველოსთვის ლევილის მამულის გადაცემას და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ლევილში მეგრული ოდის ჩადგმის გადაწყვეტილებას სოცილურ ქსელში ჩვეული ირონიით ეხმაურება.


"მაყალის, შამფურების და მჭადის დასაკრავად კეცის წაღება არ დაგავიწყდეთ. იმის ნაცვლად მაგ ფულით რამდენიმე ბავშვი გაუშვან სასწავლებლად, სი@ობების კეთებაში მწვერვალებს იპყრობენ." - ვკითხულობთ პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირობა, რა პირობითაც საფრანგეთმა საქართველოს ლევილის მამული გადასცა, იქ ქართული სახლის ჩადგმაა. როგორც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, ლევილში უახლოეს მომავალში მეგრული ოდა ჩაიდგმება.


"ერთ-ერთ პირობაა ჩაიდგას ქართული ოდა სახლი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება მეგრული ოდა. შერჩევის პროცესი უკვე დავიწყეთ. სამინისტროს თანამშრომლები მიემგზავრებიან სამეგრელოში ოდა სახლის შესარჩევად. ეს უნდა იყოს წაღებული, ისტორიის მქონე მეგრული ოდა, რომელშიც ოჯახები ცხოვრობენ, რომელიც დაშლას ექვემდებარება, დაიშლება და თავიდან აეწყობა. თუ ცოტას შევისყიდით და ცოტას გვაჩუქებენ, მისი ოჯახის გვარი ლევილის მამულში სამუდამოდ იქნება შემორჩენილი" – განაცხადა თეა წულუკიანმა.


0
298
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
298