x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ამონარიდები ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებიდან "დათა თუთაშხია"

image

“უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახვებით გასული ბევრია და სიკეთეშენარჩუნებული არავინ.”
“არავინა თქვას, ისეთი ორი ქალი მინახავს, ვისაც ერთმანეთი გულწრფელი სიყვარულით უყვარდაო.ორი ქალის ურთიერთობაში ყალბი ბევრად სჭარბობს ალალს, გულმართალს და ეს ყოველთვის, ყველა შემთხვევაში ასეა.”
“სწავლით გასწავლონ იქნებ, მაგრამ რწმენა უნდა მაგას და ვერ გასწავლიან რწმენას ვერსად.”
“უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს.”
ხდება ზოგჯერ, ტრიალებს ადამიანის გონებაში ფიქრი, მაგრამ სანამდე სხვა არ ეტყვის პირდაპირ და დალაგებით იმ ფიქრისას, არ აქცევს იმდენ ყურადღებას კაცი.”
“სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცები შენი სიცოცხლისათვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობებს სიყვარული.”
“ადამიანს თუ გულზე რაიმე სადარდებელი აწევს, მაშინ თავის საწუხარზე სხვებთან საუბრის მოთხოვნილებაც აწვალებს – უპირატესად ჭკვიან, საქმეში ჩახედულ კაცებთან საუბრისა. ”
/ამონარიდები ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებიდან “დათა თუთაშხია”/
0
181
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0