სხვა
12 ფოტომტკიცებულება იმისა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის არმია
2021, 18 ნოემბერი, 17:27
ჩრდილოეთ კორეაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ყველა, ვინც ამ პოლიტიკური იდეოლოგიის მუზეუმს ერთხელ მაინც სტუმრობდა, შეუძლებელია დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ არ იყოს. მსოფლიოს ამ ყველაზე იზოლირებული ქვეყნის ამსახველი რეალური ფოტოსურათები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურ ყოფას მთელი თავისი ბრწყინვალებით აღწერს და დამთვალიერებლის წინაშე მძიმე რკინის ფარდასაც ხსნის გულგრილს ვერავის ტოვებს. ამჯერად, გადავწყვიტე მოგიყვეთ კიმგანსანის მთიან მხარესა და საპორტო ქალაქ ვონსანზე, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯარები არც თუ იდეალურ პირობებში იმყოფებიან.
ჩრდილოეთ კორეის რეალობა კი ასეთია: შუა გზაზე სატვირთო მანქანების შეკეთებით გათანგული ჯარისკაცები, მაღალ ქუსლებზე შემდგარი სამხედრო მოსამსახურეები, გზებზე ჩაძინებული ჯარიკაცები, და კადრებად გადმოცემული სხვა არაერთი გაუგონარი ამბავი.
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჯარისკაცებს პირდაპირ ზედ გზაზე სძინავთ
სამხედრო მოსამსახურე მაღალქუსლიანი ქოშებით
გზაზე ძველი სატვირთო მანქანის შეკეთებისას
ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება მხოლოდ 6 მგზავრზეა გათვლილი
ამ ფოტოს ავტორს ძალიან გაუმართლა - მისი ფოტოკამერა წინასწარ არ შემოწმდა და უცნობმა პირმა მსოფლიოს ამ ერთი-ერთი ყველაზე დახურული ქვეყნიდან აღნიშნული კადრის გამოტანა უპრობლემოდ შეძლო.
ჯარისკაცებს ხშირად უბრალოდ სხვა საქმე არ აქვთ.
ყარაული
ჩრდილოეთ კორეის მცხოვრებლები სათამაშო, იმიტირებული იარაღით
ქალაქისკენ მიმავალ გზაზე გაჭედილი სატვირთო მანქანა
ქალი - სამხედროები შესვენების დროს
შენობის გარეთ განთავსებული შეიარაღებული ძალები