სხვა მსოფლიოში არმიის ყველაზე სასაცილო ფორმები 2022, 7 მაისი, 16:51
სამხედრო ფორმა - წარმოადგენს სამოსის სახეობას, რომლის ტარებაც სავალდებულოა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა და სხვა ფორმირებების სამხედრო მოსამსახურეებისთვის. სამხედრო ფორმის განვითარებაში ტრადიციები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, რაც ყველა ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი. უნიფორმების თანამედროვე იერსახეც კი უძველესი ტრადიციების ერთგვარი ანაბეჭდია. დროთა განმავლობაში კოსტიუმის დეტალები, რომლებიც კონკრეტულ ეპოქაზე მიუთითებდა, მიუხედავად იმისა რომ წლებთან ერთად თავის თავდაპირველ დანიშნულებას კარგავდა, ხშირად სიმბოლური ორნამენტის სახით მაინც ნარჩუნდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში სამხედრო ფორმების დიზაინი მიუხედავად სამხედროების სტატუსისა და მათი პასუხისმგებლობისა მაინც საკმაოდ კომიკურად გამოიყურება, რაშიც თავადაც დარწმუნდებით.
საბერძნეთი
უცნაურია, მაგრამ ყველაზე სასაცილო ფორმებში სწორედ საპატიო დაცვის ჯარისკაცები არიან გამოწყობილი, რომლებიც სხვათაშორის, საკმაოდ სერიოზულ და წმინდა ადგილებს იცავენ. ასე გამოიყურებიან ბერძენი ევზონები, რომლებიც ათენში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მარშირებენ, თუმცა ყველა ტურისტი მათ დანახვაზე სიცილისგან თავის შეკავებას როდი ახერხებს, ყველაფერთან ერთად მათ "კლოუნურ" ჩაცმულობას მათივე სასაცილო მოძრაობებიც ემატება.
ინდოეთი
თავიანთ ჭკვიან აქლემებზე ამხედრებული ეს ინდოელი მესაზღვრეები კი დელის ცენტრში რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით დანავარდობენ. რაღა თქმა უნდა, მათში ვერავინ, ვერასდროს ამოიცნობს მესაზღვრეებს, მათ შორის ინდოეთის საზღვრის დამრღვევებსაც. მათი შემხედვარე, ისინი გადაწყვეტენ, რომ ცირკი მოვიდა და საზღვრის დასარღვევად გაემართებიან, და აი, სწორედ იქ შეიპყრობენ ისინი ყველა მათგანს.
ჰაიტი
ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ჰაიტის მშვიდობიანი ქვეყანა უწოდოს. ჰაიტელები ყოველთვის იპოვიან შეიარაღებული კონფლიქტისთვის მიზეზს, ამიტომ მათი სამხედრო ფორმა ჩვეულებრივ ჭუჭყიანი, შენიღბული და სისხლით გაჟღენთილია. მაგრამ თუ საქმე აღლუმამდე მივა, ჰაიტელები საკუთარ თავს მორთულობებზე უარს არასდროს ეუბნებიან. გასაკვირი არ არის, რომ ოფიცერი ნაძვის ხესავით გამოიყურება.
საფრანგეთი
ფრანგული არმიის აღლუმის ფორმა რაიმე განსაკუთრებული სასაცილო დეტალებით არ გამოირჩეოდა, ამიტომ დიზაინერებს სასწრაფოდ მოუწიათ მისი დამატება აი, ასეთი ბერეტის სახით. ახლა უკვე ნამდვილად ვეღარ მიხვდებით - საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი მოდის თუ მზარეული.
ბერეტები უკვე შეაფასეთ, ახლა თვალი გადაავლეთ ფრანგული უცხოური ლეგიონის მესაზღვრეების წინსაფრებს. აღლუმზე ისინი არანაირ დატვირთვას არ წარმოადგენენ, მაგრამ საველე პირობებში სამხედროებს შეუძლიათ მათში საბრძოლო მასალისა და იარაღის განთავსება. არსებობს საბრძოლო წინსაფრების სხვა ვარიანტებიც, რომლებიც სამომხმარებლო თვისებებით კონკურენციას განტვირთვის ჟილეტებს უწევენ. ფრანგების გარდა, მათ იყენებენ როგორც ბრიტანელი მედესანტეები, ასევე სამეფო საზღვაო ქვეითები, სამხრეთ აფრიკის არმია და მრავალი ქვეყნის მთის მსროლელთა დანაყოფები.
ფიჯი
წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე სახელმწიფოში არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს დახეულკალთებიანი, ფეხშიშველი მეომრები მცველთა შორის ყველაზე პატივცემულნი არიან. ისინი ფიჯის ყოფილი პრეზიდენტის, კამისესე მარას ხსოვნას პატივს მიაგებენ, თუმცა ასეთმა სამწუხარო შემთხვევამაც კი არ შეიტანა რაიმე ცვლილება მათ გარდერობში.
ტაილანდი
ტაილანდში კვირის ყოველ დღეს-თავისი პლანეტა, ღვთაება, ცხოველების მფარველი ღვთაება და, რაც მთავარია, თავისი ფერი შეესაბამება, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ტაილანდის ყველა მცხოვრებმა თავისი დაბადების დღის შესაბამისი ფერი იცის, და რაღა თქმა უნდა, ისიც იცის, რომ კვირაში შვიდი დღეა. მით უფრო გაუგებარია, მაშინ რას აკეთებს ფოტოზე ამდენი "ფერადი" სამხედრო.
სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეის სამეფო გვარდიის გარდერობი ყველაფერს ჰგავს სამხედრო ფორმის გარდა, მიუხედავად ამისა, ეს მამაცი და მკაცრი მეომრები ელიტარულ ქვედანაყოფებს განეკუთვნებიან, რომლებსაც ურთულესი საბრძოლო მისიების გადაჭრა ევალებათ. მათ უბრალოდ ამის აფიშირება არ უნდათ, ამიტომ ტრადიციულად უპირატესობას სასაცილო ყვითელ ფორმებს, თეთრ შარვლებსა და მაღალ ქუდებს ანიჭებენ.
მებრძოლი მოცურავეები
ინდოეთი და პაკისტანი
ცერემონია რთულ მაღალმხატვრულ რიტუალიას წარმოადგენს, რომელსაც პაკისტანელი და ინდოელი მესაზღვრეები ქალაქ ამრიტსარის საგუშაგოზე ტურისტების გასამხიარულებლად აწყობენ. მსვლელობისას ფეხის აწევაში სამხედროებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს ალბათ ამ მამაც ჯარისკაცს თავზე მარაოთი პირველი ადგილის დაკავების ყველა შანსი ექნებოდა.
ვატიკანი
ვატიკანს საკუთარი ჯარი არ ჰყავს, ამიტომ პაპს მე-16 საუკუნეში დაარსებული შვეიცარიის გვარდიის დაქირავებული კორპუსი იცავს, ვინაიდან კათოლიკე მცველებს ჯარის შესახებ მოდური ჟურნალების კითხვის დრო არ აქვთ, თავად მიქელანჯელოს მიერ შექმნილი უნიფორმა აგერ უკვე 400 წელია არ შეცვლილა.
ირანი
ფოტოგრაფი, რომელიც თეირანში ირანის არმიის აღლუმს იღებდა ბოლომდე დარწმუნებული არ იყო მის წინაშე ნამდვილად ირანის არმია იყო თუ ანიმაციური ფილმის პერსონაჟები. დამეთანხმეთ, რომ ჩინური კალაშნიკოვის ავტომატებიდან და სამკერვალო წარმოების მწვანე ნარჩენებიდან არა თუ წოდების, არამედ ჯარის ტიპის დადგენაც კი რთულია, თუმცა მცენარეულობის სახის კამუფლაჟი ნამდვილად შესანიშნავი საშუალებაა უდაბნოში ირანელი ჯარისკაცების ამოსაცნობად.
კოტ-დ’ივუარი
კოტ დ'ივუარის დედაქალაქი - აბიჯანი, ებრის ენაზე "მოჭრილ ფოთლებს" ნიშნავს, რომელიც თავის მხრივ, სამოქალაქო დაპირისპირების დასასრულის სიმბოლოს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ქვეყანას ჰყავს ჯარი და როგორც წესი, აღლუმში პრეზიდენტის სასახლის წინ სწორედ ის მარშირებს.
ლიბანი
ასე გამოიყურებიან K7 დივიზიის მამაცი ჯარისკაცი - კინოლოგები თავიანთ ოთხფეხა ქვეშევრდომებთან ერთად. გაწვრთნილი ლიბანელი ძაღლები ყველას დაგლეჯენ, ვინც მათ გზად გადაუდგება, და თუკი მათ წინ არავინ აღუდგება, მაშინ ისინი სევდისგან და უმოქმედობისგან თავად საკუთარ პატრონებსვე დაგლეჯენ, ამიტომ ბეირუთში სამხედრო აღლუმზეც კი ყველა ინსტრუქტორი ძაღლების საწინააღმდეგო სპეციალურ კოსტიუმშია გამოწყობილი.
|