საზოგადოება სოსო გოგაშვილი: " გპირდებით ,ყველა ბინძურ დამნაშავეს..მკაცრად გაგებინებთ პასუხს..." 2021, 18 ნოემბერი, 13:20 "ციგანმა იცის ნამდვილი მეგობრობა, თუ კაცურად ხელი ჩაგირტყა, არ გიღალატებს არაფრის ფასად. თავს გაწირავს შენს გამო. სამწუხაროდ და საუბედუროდ არიან ფულის და სკამის გამო “გაციგნებული” არსებები ეროვნების გარეშე, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერზე ხელს მოაწერენ, ოღონდ შეინარჩუნონ ის, რაც მოიხვეჭეს.
-“ჩაგიშვან”, თავისი ჩაჯმული გადმოგაბრალონ, ცილი დაგწამონ, გაგწირონ და გაგიმეტონ სასიკდვილოდ. არა მარტო შენ, ყველა ვინც შენიანად მიგაჩნია და ოჯახი.. თუმცა რაა გასაკვირი სულ ესე იყო მუდმივად. მერე მიდის მტრობა… მაგრამ ოცნების ზოგიერთმა სახემ, ეს თვისება უმაღლეს ხარისხში აიყვანა, ხოლო პასუხს, თუ დაუბრუნებ, ან წინააღმდეგობას გაუწევ, რომ ფიზიკურად გადარჩე და თავი დაიცვა, ეგ რა ქენიო კაცო, რატომ არ გვაცადე ბოლომდეო, რომ გვეჩათლახაო.. -აქამდე კიდევ რაღაცეებს ვითვალისწინებდი და ამ მდაბიოებმა ამივსეს სულ ბოლომდე და გადმოადინეს ჩემი დიდი მოთმინების ფიალა. ამათი ბოროტი ზრახვებით, თუ უტრაკობით, გადამკიდეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია და ერთის გარდა ხმა არავის ამოუღია ჩემს მხარდასაჭერად… პირიქით ხელებს იფშვნეტდნენ…უხაროდათ, რომ მე სამიზნე გავხდი. ამის პრევენციისთვის ხომ საერთოდ არაფერი არ იმოქმედეს, ეს ცალკე სამარცხვინო ისტორიაა და თან საშიში, თუ როგორ წყდება ადამიანის დაჭერის ან განთავისუფლების ამბავი არაოფიციალური პირებისგან მხირდან. ამაზეც ვისაუბრებ დეტალებში ოდესმე. …მაგრამ პირადი ცალკე გადავდე… დროებით… ჩვენი სახელმწიფოს მოპარვისთვის, ჩვენი ხალხის სიმდიდრის მითვისებისთვის, ჩვენი არჩევანის მოპარვისთვის, ინსტიტუციების მოპარვისთვის, ეკლესიის და პატრიაქრის წინააღმდეგ საშინელი სიბინძურის დატრიალებისთვის და კიდევ ბევრი სხვა ადამიანის გაუბედურებისთვის, გპირდებით ყველა ბინძურ დამნაშავეს, დიდიან პატარიადან, ძალიან მკაცრად გაგებინებთ პასუხს. -არ გცნობებივართ კარგად? მართლა, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. დაელოდეთ პასუხებს!!!" - წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე 399 შეფასება არ არის
|