საზოგადოება „გამოდის სააკაშვილი ყოფილ საგიჟეთში და თავის გახსნილ ციხეშია, ეს ბედის ირონიაა“ – ლადო სადღობელაშვილი 2021, 18 ნოემბერი, 17:38 სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალური ქსელის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გლდანის ის ციხე, სადაც სააკაშვილი იმყოფება მანამდე საგიჟეთი იყო. „სხვათაშორის “გლდანის ციხე” სანამ ციხედ გადაკეთდებოდა, იყო ფსიქიატრიული დაწესებულება, რომელიც სააკაშვილის ბრძანებით და დიდი ზარზეიმით გადაკეთდა და შემდგომ “გაიხსნა” კიდეც… (შეგახსენებთ, რომ ნაცმოძის მმართველობის დროს 30 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი იყო, ხოლო ახლა 30 000 მდე პრობაციონერი და 10 000 მდე პატიმარია… ახალი ციხეების მოწყობა იყო საჭირო, დიქტატორული რეჟიმის სახე, “ყველანი ციხეშიო” გაჰყვიროდა სააკაშვილი) . – რა გამოდის სააკაშვილი ყოფილ საგიჟეთში და თავის გახსნილ ციხეშია მოთავსებული, ეს ხომ ბედის ირონიაა, მეტიც რეზბალნიცის მე-2 სართულზე ფსიქდისპანსერია განთავსებული სააკაშვილისგან ორი სართულით ქვემოთ. . Ps გლდანის ციხე გადააკეთა და გაარემონტა თურქმა ბიზნესმენმა რომელიც შემდგომში სააკაშვილმა ამავე ციხეში გამოკეტა.“ - წერს სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: 272 შეფასება არ არის
|