საქართველო ანტიკური ფილოსოფოსების პოლიტიკური შეხედულებები, საბერძნეთი 2021, 16 ნოემბერი, 14:58 ძველი საბერძნეთის ისტორია მდიდარია მოვლენებით . ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ანტიკური სამყაროს ქვეყნებში, კერძიდ ძველ საბერძნეთში , მონათმფლობელობა კლასიკური ფორმით ჩამოყალიბდა . მეცნიერული შეხედულებების მიხედვით ძვ. საბერძნეთის ისტორია ხუთ პერიოდად იყოფა .
![]() 1. ეგეოსური ანუ კრეტა-მიკენის პერიოდი . 2. წინაპოლისური პერიოდი, რომელსაც დიდი ხნის გაანმავლობაში ჰომეროსის ეპოქის საბერძნეთს უწოდებენ. 3. არქაული პერიოდი 4. კლასიკური პერიოდი . 5. ელინისტური პერიოდი . ძველ საბერძნეთში პირველყოფილი გვაროვნული წყობილება ირღვევა. სახელმწიფო და სამართალი იწყებს ჩამოყალიბებას III ათასწლეულიდან. ეგეოსის ზღვის სანაპიროზე და კუნძულებზე ჩნდება პირველი კლასობრივი საზოგადოება. ამ დროს კი უკვე კრეტაზე და პელოპონესში არსებობდა მონათმფლობელობელური სახეელმწიფოები . საბერძნეთი ძველი კულტურის ქვეყანაა, რომელმაც რომთან ერთად დასაბამი მისცა ევროპულ ცივილიზაციას . განსაკუთრებით რელიგიას, ფილოსოფიას, პოლიტიკურ წარმოდგენებს .დასაბამი მიეცა ფილოსოფიურ აზროვნებას, ჩნდება უძველესი ფილოსოფიური სკოლა. ამ ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებელი იყო თალესი , შემდეგ ანაქსიმანდერ, ისინი უფრო მეტად მარერიალურ შეხედულებებს ანვითარებდნენ . თალეს მილეტელითალეს მილეტელი ცხოვრობდა ძვ.წ640-562 წ.წ იგი მდიდარი ოჯახიდან იყო. თორიულ კვლევასთან ერთად ეწეოდა ვაჭრობას და პოლიტიკურ მორღვარეობას .მან მიიღო უდიდესი ცოდნა, ბევრს მოგზაურობდა და კრებდა მასალებს. დაინტერესებული იყო მათემატიით, გეომეტრიით, მან იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება, რომელიც მოხდა ძვ.წ 585წ. 28 მაისს. ყოველივე არსებულის საფუძვლად თალესს მიაჩნია წყალი .დედამიწას დისკოს ფორმა აქვს და რომ ის დაჩდაცურავს უსასრულო წყალში. ანაქსიმადნრე
ანაქსიმანდრე -მეორე უდიდესი მითელელი ფილოსოფოსი, ჩანს ის თალესის მოსწავლე იყო. მასაც სამყაროს შესახებ სტიქიურ მატერიალისტური შეხედულება აქვს . აღსანიშნავია, რომ ძველი საბერძნეთის პოლიტიკური აზრის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა პელოპონესის ომმა . ჰერაკლიტეს ფილოსოფია ჰერაკლიტეს მოძღვრება ესაა, ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის საქმიანობა. წარმოშობით მაღალ სამეფო გვარეულობას ეკუთვნოდა და უფლება ჰქონდა მეფე გამხდარიყო, მაგრამ მან უარყო მეფობა და გვირგვინი თავისი ნებით უმცროს ძმას დაუთმო, თვითონ კი მთლიანად ფილოსოფიურ მოღვაწეობას შეუდგა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. ჰერაკლიტეს მიაჩნდა რომ ყველაფრის პირველსაწყისი იყო ცეცხლი. ის წერდა ყველაფერი იცვლება ცეცხლზე, ცეცხლი კი ყველაფერზე. როგორც საქონელი ოქროზე, როგორც საქონელი ოქროზე და ოქრო საქონელზე . მისი აზრით ცეცხლი პერიოდულად ინთება და ქრება და მისი ჩაქრობის შემდეგ ჩნდება ჰაერი-წყალი-მიწა. ამით მან აღმოაჩინა მატერიისა და მოძრაობის მარადიულობის კანონი. ჰერაკლიტეს მეორე ძირითადი ფილოსოფიური პრინციპია ლოგოსი, რომელსაც ღვთაებრივ საწყისად თვლიდა და უპირისპირდებოდა მატერიას. შენდეგი იყო მოძრაობისა და წინააღმდეგობის კანონი . გარდა ამისა იგი იკვლევდა შემეცნებას შეგრძნებისა და აზროვნების მიმართებას, ეთიკურ შეხედულებებს და სხვა. დემოკრიტეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულება - მოძღვრებანიბრძენი და უდიდესო ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დემოკრიტეს ბიოგრაფიოა ლეგენდებითა არის მოცული . დაიბადა და ცხოვრობდა აბდერაში . მეგობრობდა ცნობილ ბერძენ ექიმთან- ჰიპოკრატესთან . აქვე აბდერაში ცხოვრობდა აგრეთვე ატომისტური თეორიის ფუძემდებელი . მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დემოკრიტეს მსოფლმხედველობაზე . დემოკრიტემ მთელი თავისი ცხოვრებამეცნიერულ კივლევა-ძიებას მოანდომა .მათემატიკის ფილოსოფიის, ასტრონომიის, პოლიტიკის და სხვა.იგი იყო პირველი ენციკლოპედიური გონება ბერძნებს შორის. დემოკრიტეს ფილოსოფია საერთოდ ემყარება სამყაროს აგებულებას, მისი მატერიალიზმი და ათეიზმი ნათლად ჩანს სამართლის სწავლებაში . მისი აზრით სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობა ღმერთების არსებობასთან არანაირ კავშრი არაა. სახელმწიფოს ჩამოყალიბებით ძირფესვიანი გადატრიალება მოხდა ადამიანთა ცხოვრებაში. ადამიანებმა დაკარგეს თავისუფლება. სახელმწიფო საზოგადოების არსებობა აუცილებელი გახდა, რასაც მართცა სჭირდება და სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. არ არსებობს პოლიტიკაზე უფრო დიდი ხელოვნება და მოქალაქის ვალდებულებებს შორის ეს არის ყველაზე დიდი ვალდებულება. დემოკრიტეს სწავლება მიზნად ისახავდა რომ, მონათმფლობელურ საზოგადოებაში გაბატონებული ურთიერთობისა და წესჩვეულებათა დაცვა. იგი ამტკიცებს, რომ სამართალი ადამიანების მიერ დგინდება და საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის შედეგია, ადამიანები რომ ერთმანეთს არ ებრძოდნენ, მაშინ სამართალიც ზედმეტი იქნებოდა . სამართალი აიძულებთ ადამიანებს იცხოვრონ ისე როგორც თვითონ სურთ, არამედ საერთო ინტერესების შესაბამისად. დემოკრატე მოითხოვს კანონის დამრღვევთა მიმართმკაცრი სასჯელის შეფარდებას, სასჯელის მიზანია საერთო კეთილდღეობა.მისი აზრით კანონის შესრულება ყველასათვის სავალდებულოა. დემოკრატეს მოძღვრ3ებები თავისუფალია რელიგიური წარმოდგენებისაგან. პოლიტიკაში მან დაასაბუთა დემოკრატიული სახელმწიფოს უპირატესობა .მიუხედავად ამისა მისი მოძღვრება არ სცილდება მონათმფლობელურ დემოკრატიის ფარგლებს, მთელი მისი პოლიტიკური იდეოლოგია მიმართული იყო მონათმფლობელური წყობის გამყარებისაკენ . მოგვიანებით ეს ეს იდეოლოგია საბერძნეთ- სპარსეთის ომების შემდეგ, სრულყვეს და განავითარეს სოფისტებმა .
სოფისტების პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებაძვ. წ. V საუკუნიდან ფილოსოფია გადადის ბუნებრივი მოვლენებიდან ადამიანებზე სოფისტების ეპოქა ესაა საზოგადოებრივი ტრადიციების რღვევა და გაბატონებული ავტორიტეტების დამხობის ეპოქა. ამ დროს ძლიერდება დემოკრატიული სახელმწიფო საბერძნეთის ტერიტორიაზე. სოფისტებმა გაბედულ კრიტიკასთან ერთად დაიწყეს ათენის დემოკრატიულიის აყვავების თეორიულობა. სოფისტებში არსებობდა 2 თაობა .მათ მოღვაწეობაში უფრო ზეპირი მეტყველება იყო გავრცელებული, ვიდრე წერა . ისინი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ .![]() სოკრატეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნე, რომელმაც ფილოსოფიის ახალი მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა . მოძღვრება მიზნად ისახავს მონათმფლობელური სახელმწიფოს ხსნას . სოკრატე წარმოშობით ათონელი იყო, გამოსული იყო ღარიბი ათონელი ოჯახიდან . მისი პირველი საზოგადოებრივი გამოსვლები მოდის პერიკლეს პერიოდის დასაწყისზე . სოფისტებსა და სოკრატეს, რომლებიც ერთნაირად იყვნენ დაინტერესებული ათენის მცხოვრებლების პრობლემებზე ბევრი რამ აქვთ საერთო, ორივე ახალგაზრდობას ასწავლიდა სიბრძნეს. სოკრატე თავის შეხედულებებს ავრცელებდა უმეტესად საუბრებისა დადისკუსიესის სახით . სოფისტების მსგავსად მისი ფილოსოფია ადამიანური ფილოსოფიაა .მონათმფლობელური წყობილების განმტკიცების საქმეში იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ერთსულოვნებას . მისმა ფილოსოფიამ დიდი გავლება მოახდინა შემდგომ მოაზროვნეებზე. პლატონის პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებანიპლატონი ანტიკურობის კაცობრიობის უდიდესი წარმომადგენელი იყო. წარმოშობით ის არისტოკრატული გვარი იყო .მისი ახსალგაზრდობის წლები პელეპონესის ომებს დაემთხვა. თავდაპირველად ის იყო პოეზიით გატაცებული, შემდეგ სოკრატესთან დაახლოვდა და ფილოსოფიას მიაშურა . მისი მოწაფე 8 წლის განმავლოობაში იყო და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.![]() არისტოტელეს პილოსოფიური ხედვებიძველი საბერძნეთის აზროვნების მწვერვალოია არისტოტელე .იგი მსჯელობს აკადემიური სტილით, ღრმა აზროვნების უნარით, დახვეწილი მანერით. საზოგადოებრივი წყობილების სრულყოფის მიზნით შემუშავებული აქვს რეკომენდაციები.არისტოტელე ანტიკური ეპოქის საინტერესო და ორიგინალური მოაზროვნეა.![]() ![]() 159 1-ს მოსწონს
|