საქართველო ანტიკური ფილოსოფოსების პოლიტიკური შეხედულებები, საბერძნეთი 2021, 16 ნოემბერი, 14:58 ძველი საბერძნეთის ისტორია მდიდარია მოვლენებით . ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ანტიკური სამყაროს ქვეყნებში, კერძიდ ძველ საბერძნეთში , მონათმფლობელობა კლასიკური ფორმით ჩამოყალიბდა . მეცნიერული შეხედულებების მიხედვით ძვ. საბერძნეთის ისტორია ხუთ პერიოდად იყოფა .
1. ეგეოსური ანუ კრეტა-მიკენის პერიოდი . 2. წინაპოლისური პერიოდი, რომელსაც დიდი ხნის გაანმავლობაში ჰომეროსის ეპოქის საბერძნეთს უწოდებენ. 3. არქაული პერიოდი 4. კლასიკური პერიოდი . 5. ელინისტური პერიოდი . ძველ საბერძნეთში პირველყოფილი გვაროვნული წყობილება ირღვევა. სახელმწიფო და სამართალი იწყებს ჩამოყალიბებას III ათასწლეულიდან. ეგეოსის ზღვის სანაპიროზე და კუნძულებზე ჩნდება პირველი კლასობრივი საზოგადოება. ამ დროს კი უკვე კრეტაზე და პელოპონესში არსებობდა მონათმფლობელობელური სახეელმწიფოები . საბერძნეთი ძველი კულტურის ქვეყანაა, რომელმაც რომთან ერთად დასაბამი მისცა ევროპულ ცივილიზაციას . განსაკუთრებით რელიგიას, ფილოსოფიას, პოლიტიკურ წარმოდგენებს .დასაბამი მიეცა ფილოსოფიურ აზროვნებას, ჩნდება უძველესი ფილოსოფიური სკოლა. ამ ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებელი იყო თალესი , შემდეგ ანაქსიმანდერ, ისინი უფრო მეტად მარერიალურ შეხედულებებს ანვითარებდნენ . თალეს მილეტელითალეს მილეტელი ცხოვრობდა ძვ.წ640-562 წ.წ იგი მდიდარი ოჯახიდან იყო. თორიულ კვლევასთან ერთად ეწეოდა ვაჭრობას და პოლიტიკურ მორღვარეობას .მან მიიღო უდიდესი ცოდნა, ბევრს მოგზაურობდა და კრებდა მასალებს. დაინტერესებული იყო მათემატიით, გეომეტრიით, მან იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება, რომელიც მოხდა ძვ.წ 585წ. 28 მაისს. ყოველივე არსებულის საფუძვლად თალესს მიაჩნია წყალი .დედამიწას დისკოს ფორმა აქვს და რომ ის დაჩდაცურავს უსასრულო წყალში. ანაქსიმადნრე
ანაქსიმანდრე -მეორე უდიდესი მითელელი ფილოსოფოსი, ჩანს ის თალესის მოსწავლე იყო. მასაც სამყაროს შესახებ სტიქიურ მატერიალისტური შეხედულება აქვს . აღსანიშნავია, რომ ძველი საბერძნეთის პოლიტიკური აზრის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა პელოპონესის ომმა . ჰერაკლიტეს ფილოსოფია ჰერაკლიტეს მოძღვრება ესაა, ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის საქმიანობა. წარმოშობით მაღალ სამეფო გვარეულობას ეკუთვნოდა და უფლება ჰქონდა მეფე გამხდარიყო, მაგრამ მან უარყო მეფობა და გვირგვინი თავისი ნებით უმცროს ძმას დაუთმო, თვითონ კი მთლიანად ფილოსოფიურ მოღვაწეობას შეუდგა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. ჰერაკლიტეს მიაჩნდა რომ ყველაფრის პირველსაწყისი იყო ცეცხლი. ის წერდა ყველაფერი იცვლება ცეცხლზე, ცეცხლი კი ყველაფერზე. როგორც საქონელი ოქროზე, როგორც საქონელი ოქროზე და ოქრო საქონელზე . მისი აზრით ცეცხლი პერიოდულად ინთება და ქრება და მისი ჩაქრობის შემდეგ ჩნდება ჰაერი-წყალი-მიწა. ამით მან აღმოაჩინა მატერიისა და მოძრაობის მარადიულობის კანონი. ჰერაკლიტეს მეორე ძირითადი ფილოსოფიური პრინციპია ლოგოსი, რომელსაც ღვთაებრივ საწყისად თვლიდა და უპირისპირდებოდა მატერიას. შენდეგი იყო მოძრაობისა და წინააღმდეგობის კანონი . გარდა ამისა იგი იკვლევდა შემეცნებას შეგრძნებისა და აზროვნების მიმართებას, ეთიკურ შეხედულებებს და სხვა. დემოკრიტეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულება - მოძღვრებანიბრძენი და უდიდესო ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დემოკრიტეს ბიოგრაფიოა ლეგენდებითა არის მოცული . დაიბადა და ცხოვრობდა აბდერაში . მეგობრობდა ცნობილ ბერძენ ექიმთან- ჰიპოკრატესთან . აქვე აბდერაში ცხოვრობდა აგრეთვე ატომისტური თეორიის ფუძემდებელი . მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დემოკრიტეს მსოფლმხედველობაზე . დემოკრიტემ მთელი თავისი ცხოვრებამეცნიერულ კივლევა-ძიებას მოანდომა .მათემატიკის ფილოსოფიის, ასტრონომიის, პოლიტიკის და სხვა.იგი იყო პირველი ენციკლოპედიური გონება ბერძნებს შორის. დემოკრიტეს ფილოსოფია საერთოდ ემყარება სამყაროს აგებულებას, მისი მატერიალიზმი და ათეიზმი ნათლად ჩანს სამართლის სწავლებაში . მისი აზრით სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობა ღმერთების არსებობასთან არანაირ კავშრი არაა. სახელმწიფოს ჩამოყალიბებით ძირფესვიანი გადატრიალება მოხდა ადამიანთა ცხოვრებაში. ადამიანებმა დაკარგეს თავისუფლება. სახელმწიფო საზოგადოების არსებობა აუცილებელი გახდა, რასაც მართცა სჭირდება და სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. არ არსებობს პოლიტიკაზე უფრო დიდი ხელოვნება და მოქალაქის ვალდებულებებს შორის ეს არის ყველაზე დიდი ვალდებულება. დემოკრიტეს სწავლება მიზნად ისახავდა რომ, მონათმფლობელურ საზოგადოებაში გაბატონებული ურთიერთობისა და წესჩვეულებათა დაცვა. იგი ამტკიცებს, რომ სამართალი ადამიანების მიერ დგინდება და საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის შედეგია, ადამიანები რომ ერთმანეთს არ ებრძოდნენ, მაშინ სამართალიც ზედმეტი იქნებოდა . სამართალი აიძულებთ ადამიანებს იცხოვრონ ისე როგორც თვითონ სურთ, არამედ საერთო ინტერესების შესაბამისად. დემოკრატე მოითხოვს კანონის დამრღვევთა მიმართმკაცრი სასჯელის შეფარდებას, სასჯელის მიზანია საერთო კეთილდღეობა.მისი აზრით კანონის შესრულება ყველასათვის სავალდებულოა. დემოკრატეს მოძღვრ3ებები თავისუფალია რელიგიური წარმოდგენებისაგან. პოლიტიკაში მან დაასაბუთა დემოკრატიული სახელმწიფოს უპირატესობა .მიუხედავად ამისა მისი მოძღვრება არ სცილდება მონათმფლობელურ დემოკრატიის ფარგლებს, მთელი მისი პოლიტიკური იდეოლოგია მიმართული იყო მონათმფლობელური წყობის გამყარებისაკენ . მოგვიანებით ეს ეს იდეოლოგია საბერძნეთ- სპარსეთის ომების შემდეგ, სრულყვეს და განავითარეს სოფისტებმა .
სოფისტების პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებაძვ. წ. V საუკუნიდან ფილოსოფია გადადის ბუნებრივი მოვლენებიდან ადამიანებზე სოფისტების ეპოქა ესაა საზოგადოებრივი ტრადიციების რღვევა და გაბატონებული ავტორიტეტების დამხობის ეპოქა. ამ დროს ძლიერდება დემოკრატიული სახელმწიფო საბერძნეთის ტერიტორიაზე. სოფისტებმა გაბედულ კრიტიკასთან ერთად დაიწყეს ათენის დემოკრატიულიის აყვავების თეორიულობა. სოფისტებში არსებობდა 2 თაობა .მათ მოღვაწეობაში უფრო ზეპირი მეტყველება იყო გავრცელებული, ვიდრე წერა . ისინი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ . სოფისტები იყვნენ პირველები ვინც ასწავლიდნენ საოჯახო და სახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ . სოფიზმი ესაა “მეცნიერება ნიშნავს საოჯახო საქმეებში გაწაფულობას". ძველი საბერძნეთის დიდი მოაზროვნეები - სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ქსენოფონტე თავიანთ ნაშრომებში დასცინიან სოფისტებს და ცრუ მეცნიერებას უწოდებენ . სოფისტების მოძღვრებას თეთრ ზოლად დასდევს ათეიზმი . მათი შემოქმედება სულაც არ იყო შეექმნათ ერთიანი ცოდნის სისტემა. ამ სწავლების ყველაზე დიდი წარმომადგენლები იყვნენ გორგიი და პროტაგორა. აქ ვხვდებით პირველ მცდელობას სახელმწიფოთა კლასიფიკაციას, როგორიცაა მონარქია, ტირანია, არისტოკირატია, დემოკრატია.სოკრატეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნე, რომელმაც ფილოსოფიის ახალი მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა . მოძღვრება მიზნად ისახავს მონათმფლობელური სახელმწიფოს ხსნას . სოკრატე წარმოშობით ათონელი იყო, გამოსული იყო ღარიბი ათონელი ოჯახიდან . მისი პირველი საზოგადოებრივი გამოსვლები მოდის პერიკლეს პერიოდის დასაწყისზე . სოფისტებსა და სოკრატეს, რომლებიც ერთნაირად იყვნენ დაინტერესებული ათენის მცხოვრებლების პრობლემებზე ბევრი რამ აქვთ საერთო, ორივე ახალგაზრდობას ასწავლიდა სიბრძნეს. სოკრატე თავის შეხედულებებს ავრცელებდა უმეტესად საუბრებისა დადისკუსიესის სახით . სოფისტების მსგავსად მისი ფილოსოფია ადამიანური ფილოსოფიაა .მონათმფლობელური წყობილების განმტკიცების საქმეში იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ერთსულოვნებას . მისმა ფილოსოფიამ დიდი გავლება მოახდინა შემდგომ მოაზროვნეებზე. პლატონის პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებანიპლატონი ანტიკურობის კაცობრიობის უდიდესი წარმომადგენელი იყო. წარმოშობით ის არისტოკრატული გვარი იყო .მისი ახსალგაზრდობის წლები პელეპონესის ომებს დაემთხვა. თავდაპირველად ის იყო პოეზიით გატაცებული, შემდეგ სოკრატესთან დაახლოვდა და ფილოსოფიას მიაშურა . მისი მოწაფე 8 წლის განმავლოობაში იყო და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. პლატონი გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. მოუსვენარი ცხოვრების მიუხედავად პლატონს ბევრი შრომა დაუწერია, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია : სიკრატეს აპოლოგია , კრიტონი, ევთიფრონი , ლახესი , ლისი , ქარმედი , როტაგორა , სახელმწიფო, გორგია, მენონი . საზოგადოების საკითხებს პლატონმა მიუძღვნა 2 ვრცელი ნაწარმოები : “კანონი " (პოლიტიკა ) და “კანონები "პლატონი იცავს მონათმფლობელობის არსებობას, იმ სამ ფენას გამოყოფს: მმართველები, პილოსოფოსები და სტრატეგები . პლატონის აზრით ხალხს ხალხის მასას არ შეუძლია გვასწავლოს ბევრი რამ. ფაქტიურად ის ემხრობა ანრიდემოკრატიულობას. პლატონის აზრით მჯმართველი და მართულნი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყვნენ ბედნიერნი, როცა მმართველი განათლებულია და ამის გამო სამართლიანად აღასრულებს სამართალს, ცოდნისა და განათლების პრინციპებზე და სახელმწიფოშიც არ იქნებოდა ძალადობა და ტირანია. სასუველად არის მმართველობის არისტოკრატული ფორმა, როდესაც სახელმწიფოში დგანან არა შემთხვევითი პიროვნებები არამედ ბრძენნი და განათლებულნი. ღირსეული პირადი თვისებებით. პლატონი მომხრეა ეროვნული თავისუფლების და ადამიანთა თანასწორობის . დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას, ზომიერებას, სამართლიანობდა და გმობს ტირანიას როგორც ადამიანთა მოდგმისათვის სამარეცხვინო, მმართველობის უმდაბლეს ფორმას. პლატონმა შეიძლება ითქვას პირველმა იქადაგა კომუნიზმის იდეები. მართალია ეს მხოლოდ ჩანასახში იყო განხორიელებამდე თუმცა დიდი როლი ითამაშა შემდეგ კომუნისტური იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. პლატინის აზრით კეთილომოწყობილ სახელმწიფოში მოქალაქენი კანონების მორჩილნი უნდა იყვნენ არც ერთმანეთს არ უნდა შეურაწყოფდნენ. დაისადგურებს სიმშვიდე, მოუწესრიგებელ სახელმწიფოში კი იქნება ბრძოლა და ომი . პლატონის აზრით პოლიტიკა, ეს არის სახელმწიფოებრივი ხელისუფლების განხორციელების მეცნიერება. ადამიანის ცოდნის უმაღლესი საფეხური. სახელმწიფო მართვის პოლიტიკური ხელოვნება. რომელიც არსებითად განსხვავდება სხვა დარგებისაგან.არისტოტელეს პილოსოფიური ხედვებიძველი საბერძნეთის აზროვნების მწვერვალოია არისტოტელე .იგი მსჯელობს აკადემიური სტილით, ღრმა აზროვნების უნარით, დახვეწილი მანერით. საზოგადოებრივი წყობილების სრულყოფის მიზნით შემუშავებული აქვს რეკომენდაციები.არისტოტელე ანტიკური ეპოქის საინტერესო და ორიგინალური მოაზროვნეა. ციცერონის მტკიცებით არისტოტელე შეერება იმ მდინარეს, რომელიც ოქროს ტალღებს მოაჩუხჩუხებს. ის დაიბადა საბერძნეთის ქალაქ სტაგირაში, რომელიც ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა. მისი მამა ნიკომაქე იყო, მაკედონიის მეფის ამინტე მეორის სასახლის ექიმი. აქ მან შეიძინა დიდი ცოდნა, 17 წლის ასაკში გადადის ათენში, პლატონის აკადემიაში, სადაც 20 წლის მანძილზე აფართოებს თავის ცოდნას. კ. მარქსის აზრით არისტოტელე იყო ძველიბერძნული ფილოსოფიის ალექსანდრე მაკედონელი. ჩვენამდე მოღწეული მისი შრომები ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა, მის მიერვე დადგენილი კლასიფიკაციის მიხედვით. მისი ნამუშევრებია : პოლიტიკა, ათენის პოლიტიკა, ეთიკა, რიტორიკა, პოეტიკა. მისმა შეხედულებებმა ძლიერი ზემოქმედება მოახდინა შემდგომ ეპოქებში. მისი შეხედულებები ფართოდ გამოიყენეს ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქაში. ასევე ფრანგმა განმანათლებლებმა XVIII საუკუნეებში.მისი იდეებისადმი დიდი ინტერესი იყო ქრისტიანულ და ასევე ისლამისტურ ქვეყნებში . შუა საუკუნეების საქართველოში ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ნეოპლატონიზმი, ასევე იცნობდნენ არისტოტელეს ნაშრომებსაც . როგორც უშუალოდ, ასევე იოანე დამასკელის საშუალებითაც . ცნობილოია მისი შრომების “ ცოდნის წყარო "-ს თარგმანი. რომლებზეც ექვთიმე ივერიელი, ეფრემ მცირე და არსენ იყალთოელი მუშაობდნენ . მეცნიერებათა შორის არისტოტოელე ცალკე გამოყოფს პოლიტიკას, მისი აზრით პოლიტიკა არის სფერო რომლის დაუფლება ყველას არ შეუძლია. არისტოტელეს პოლიტიკის უმთავრეს მიზნად სიკეთის უზრუნველყოფად მიაჩნია, , , უმაღლესი სიკეთე არის უპირატესი მიზანი ყველა მეცნიერებიდან და ხელოვნებიდან ყველაზე მთავრისა, კერძოდ პოლიტიკისა" ის მოიაზრება საზოგადოების სოციალური დაწესებულებების ჩამოყალიბებას და შესწავლას. მისი შეხედულაბებს ოჯახის, საკუთრების ფორმების შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს კი ემსახურება მონათმფლობელურ საზოგადოებას. მონა სრული საკუთრებაა . მისი მსჯელობები ეხება კლასობრივ მდგომარეობებს. სიკეთეში არისტოტელე ისეთ საზოგადოების მოწყობას გულისხმობს, რომელიც ადამიანთა სიამესა და დოვლათიან არსებობას უზრუნველყოფს . არისტოტელეს მტკიცებით სახელმწიფოებრივი წყობილების უსამართლო ფორმებს წარმოქმნის : ტირანია, ოლიგარქია და დემოკრატია. ის ერთმანეთისაგან განასხვავებს 5 სახის დემოკრატიას. პირველი სახის დემოკრატიის საფუძვლებს წარმოადგენს თანასწორობა, მეორე სახეა ისეთი სახელმწიფოებრივი წყობილება, რომლი დროსაც თანამდებობათა დაკავება დამოკიდებულია მცირე ქონებრივ ცენზასთან. მესამე სახის დემოკრატია გულისხმობს სახწელმწიფო კანონის ბატონობას, დემოკრატიის მეოთხე სახედ უნდა ჩაითვალოს ის, რომლი დროსაც თითოეული პირი იმ წუთიდან როგორც კი მოქალაქე გახდება, სარგებლობს თანამდებობის დაკავების უფლებით. და ბოლის მეხუთე სახის დემოკრატია არის ისეთი სახელმწიფოებრივი წყობა, რომლი დროსაც ქვეყანაში ხორციელდება პრინციპი - უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის არა კანონს არამედ ხალხს . და ის ცალკე გამოყოფს უკიდურეს დემოკრატიას. ამ დროს სახელმწიფოში სრული ქაოსია. რადგან საზოგადოებაში ადგილი აქვს გააფთრებულ ბრძოლას მდიდრებსა და ღარიბებს შორის . იგი მტრულადაა განწყობილოი დემოკრატიული სახელმწიფოსადმი . მისი სწავლებები ანტიკური ეპოქაში ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ იგი გამოხატავდა გაბატონებული კლასის ინტერესებს.149 1-ს მოსწონს
|