"შალვა კეკელია რომაა "ღვდელი", არ მგონია ეგ კაცი ისეთი ბოროტი, როგორც აქ ხატავთ. უფრო დებილია. როგორი იცით? 10 კლასის დამთავრებას 13 წელი რომ უნდებიან და სამჯერ მაინც რომ ჩარჩნენ კლასში. ბოლოს კი რომ ვერ იგებენ რა უნდა ქნან ცხოვრებაში და ეკლესიაში აღმოჩნდებიან.
ან ისეთი, ბიბლიის მცოდნე ადამიანი წესით მჭერმეტყველი რომ უნდა იყოს, მაგრამ სოფლის ბირჟაზე ან საპოჟნიკის ბუტკაში ნასწავლი ლექსიკა რომ სჭარბობს მაინც და ყოველი წინადადების ბოლოს "რავი, რავი"-ს გაიძახის. აბა დებილის გარდა ადამიანის სიკვდილს რომელი მღვდელი ინატრებს საჯაროდ?"- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა შალვა კეკელიამ "ობიექტივის" ეთერში განაცხადა, რომ ის ერთი, კონკრეტული ადამიანის სიკვდილზე ფიქრობდა. ტაძრის წინამძღვარის თქმით, სწორედ ამ ფიქრების შემდეგ მიხვდა რომ ეშმაკს რაც სურდა, თავადაც იგივეს ფიქრობდა.
"დაახლოებით 1 თვის წინ, მონასტერში ვიყავი წასული, ჩემთვის განვმარტოვდი, ტყეში ვიყავი ასული მარტო... შევედი ტყეში, ჩემი ადგილი მაქვს, ბუნებრივად გაკეთებული სკამი, ჩამოვჯექი... ჩემთვის ვლოცულობდი და რაღაცებს ვფიქრობდი...
ერთ-ერთ ადამიანზე უცებ წამომივიდა ძალიან ცუდი ფიქრები, ღმერთო, რატომ არ კვდება, მოკვდეს-მეთქი, ეს ადამიანი.
წარმოიდგინეთ, მღვდელს წამოუვიდა ეს საშინელი ფიქრები, რომ ადამიანის სიკვდილზე დავიწყე ფიქრი. უცებ, ჩემივე ხმა მესმის, ეს ადამიანი რომ მოკვდეს, ასეთ მდგომარეობაში, ამდენი ადამიანი დააბრკოლა, დაამძიმა, ამდენი პრობლემები შექმნა, ეკლესიაში, იმაში, ამაში - ამდენ ადამიანს დაპირისპირების საშუალება მისცა - სად მოხვდება, სად და ამ მდგომარეობით უეჭველი ჯოჯოხეთში.
მერე კითხვა მესმის ისევ: ვის უნდა ჯოჯოხეთში რომ მოხვდეს? - ვის და ეშმაკს.
ე.ი. შენ როცა მისი სიკვდილი ისურვე ახლა, შენ ვის ემსახურები? - მივხვდი, რომ ეშმაკს რაც უნდოდა, იგივე მინდოდა მეც.
წარმოიდგინეთ, სამღვდელო პირს, ადამიანის სულის წარწყმედა მინდოდა და მერე რომ გავაცნობიერე, საკუთარ თავთან ამ დიალოგის შემდეგ, ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა ბევრ ადამიანთან, მარტო მის მიმართ არა. ყველა ადამიანი ღმერთმა გააჩინა, ადამიანი მერე თვითონ ირჩევს გზას, ზოგი ღმერთს ემსგავსება, ზოგი ეშმაკს", - განაცხადა დეკანოზმა "ობიექტივის" ეთერში.