x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გაფრთხილებთ, ჯოჯოხეთი გახდება ცხოვრება თქვენთვის" - ვის მიმართავს თეა თუთბერიძე

image


"კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ქვეყნის ხელისუფლებას საჯაროდ აფრთხილებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილის შემთხვევაში მათი და მათი ოჯახების ცხოვრება ქვეყანაში გაუსაძლისი და აუტანელი გახდება.


"საქართველოს ხელისუფლებად წოდებულო ღორების დამპალი იმპერიის მონებო გაფრთხილებთ, სახლის კარებების წინ წარწერების დატოვება კი არა გაუსაძლისი და ჯოჯოხეთი გახდება მაგ ქვეყანში ცხოვრება თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილის შემთხვევაში!!! ხო და სხვათაშორის მასაც ჰყავს შვილები, დედა და ახლობლები!!!!


დავალება აქვთ კრემლისგან რომ მოკლან მიხეილ სააკაშვილი ციხეში!!! კიდევ ერთხელ რატი ბრეგაძე, შენი ნაბიჭვარი დედას შევეცი!!! ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოასწრებ გაქცევას. თუ გაასწრებ პირადად ვიზრუნებ რომ ჩამოგათრიოთ!!! შენ აუცილებლად ჩაჯდები ციხეში შე პუტინის მონის მონა ???????????????????????? სააკაშვილი თუ მოკვდება, ციხეში ჩასმა სანატრელი გაგიხდებათ გარწმუნებ!!!


პუტინს აქვს გეგმა რომ სამაგალითოდ დასაჯოს მიხეილ სააკაშვილი რომ რეგიონის ვერ ერთმა ლიდერმა მომავალში ვეღარ გაბედოს NATO-ზე და ევროკავშირზე ოცნებაც კი!

ასევე, თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება ამას მოყვება არეულობა ქვეყანაში, რასაც გაასაღებენ სამოქალაქო ომად და ქვეყანა საერთოდ დაემშვიდობება ძალიან დიდი ხნით დასავლეთზე ფიქრსაც კი!

ეს არის რუსული სპეცსამსახურების გეგმა რომლის შესრულებაც დავალებული აქვთ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის! დარწმუნებული ვარ ბევრი ამას თვით მათივე პარტიის შიგნითაც ვერ ხვდება, მაგრამ როცა მიხვდებიან უკვე ძალიან, ძალიან გვიან იქნება!


ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ სანამ იმის კრიტიკას შეუდგებით თუ როგორ არ შეიძლება თურმე ვიღაც თავგასული ჩინოვნიკების თუ სახელმწიფო მოხელეების სახლებთან წარწერების გაკეთება და სხვა სახის აქტივობები, გირჩევთ წაიკითხოთ სამოქალაქო არაძალადობრივი აქციები და სამოქალაქო დაუმირჩილებლობის სახემძღვანელოები და მერე გააკეთოთ მსგავსი კომენტარები!



სახელმწიფო მოხელეების ჰქონიათ თურმე უფლება აკეთონ რაც მოეხუშტურებათ და საფრთხე შეუქმნან ქვეყნის მომავალს და განვითარებას და ჩვენ თურმე მოქალაქეებს არ გვქონია უფლება მათ მშვიდი ძილი და მოსვენება დავუფრთხოთ! კიდევ რას ბრძანებთ?!" - წერს თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში დააკავეს, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.



რუსთავის საპატიმროში გადაყვანილმა სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა, 8 ნოემბერს კი, მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მალულად რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


ექს - პრეზიდენტი უკვე 45 დღეა რაც შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, საიდანაც უმოკლეს დროში პასუხიც მიიღეს.


მიხეილ სააკაშვილის ერთ - ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.


როგორც გვარამია აცხადებს, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, მყისიერად აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.






0
728
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
728