x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 შთამბეჭდავი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

გვგონია, რომ ჩვენს ორგანიზმს კარგად ვიცნობთ — როგორ მუშაობს ის და რა პროცესები მიმდინარეობს მასში. მაგრამ, რეალურად, ადამიანის ორგანიზმი რთული და იდუმალი მექანიზმია, რომელიც ზოგჯერ, ექიმებსა და მეცნიერებსაც კი აბნევს...


image


გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი სხეული — დიდი გამოცანაა, პარადოქსალურიც კი. ეს არის ყველაზე მყიფე და ამავდროულად — ყველაზე მაგარი არსება დედამიწაზე: ზოგიერთი ადამიანი, ყინულზე დაცემისას, ან ქვაზე ფეხის წამოკვრის შედეგად იღუპება, სხვები კი — მაღალსართულიანი სახლის ზედა სართულიდან ვარდებიან და ცოცხლები რჩებიან... რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ორგანიზმი იდუმალებით არის მოცული და მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით.
მაგ., ჩვენი ტვინი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სუპერკომპიუტერი. ხოლო, თვალის გუგის აგებულება იმაზე რთულია, ვიდრე ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა დედამიწაზე.
ასე, რომ, ადამიანის სხეული — წარმოუდგენელი მექანიზმია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ! უკიდურეს შემთხვევაში, გავუფრთხილდეთ მაინც. ხოლო აქ, წარმოდგენილია 20 მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი სხეული ბევრად უფრო საოცარია, ვიდრე ჩვენ გვგონია!


1. ფრჩხილზე თეთრი ლუნულა — ფრჩხილის ფესვის ნაწილია, საიდანაც ის იზრდება. შედარებით ფერმკრთალი კი, სისხლძარღვების ნაკლებობის გამო არის. რბილი და მყიფე ფრჩხილები, ლუნულას არარსებობის პირობებში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის გაზრდილ აქტივობაზე მიუთითებდეს.


image


2. სხეული ქიმიკატებად რომ «დავშალოთ» და მიღებული ნივთიერებები გავყიდოთ, 160 დოლარის გამომუშავებას შევძლებთ.

3. შეტყობინებების სიჩქარე, რომელიც ტვინში აღწევს — დაახლოებით, 400 კმ/სთ–ია.

4. 4 კი არა, სინამდვილეში, სისხლის 29 ჯგუფი არსებობს. მათგან ყველაზე იშვიათი ბომბეის ქვეჯგუფს ეკუთვნის და იაპონიის ოჯახურ ჯგუფებში გვხვდება.

5. ენას ისეთივე უნიკალური ანაბეჭდი აქვს, როგორც თითებს.


image


6. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ძვლები 30% წყლისგან შედგება, მაინც ფოლადივით მტკიცეა.

7. ჩვენს სხეულში ნერვების მთლიანი სიგრძე — 75 კმ–ია.

8. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი — 9 მეტრიანი მილია, რომელიც პირის ღრუს სწორ ნაწლავთან აკავშირებს.

9. ადამიანს 10 მილიონამდე სხვადასხვა ფერის გარჩევა შეუძლია. მაგრამ, ყველას სახელის დამახსოვრება, უბრალოდ, შეუძლებელია.

10. ყოველდღიურად, სისხლი 19312 კმ. მანძილს გადის.


image


11. ადამიანს ყურები და ცხვირი მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრდება.

12. სახლში არსებული მტვრის დიდი ნაწილი, სინამდვილეში, ადამიანის კანის მკვდარი უჯრედებია. ყოველდღიურად, ადამიანი კანის მილიონამდე უჯრედს კარგავს. წელიწადში კი, — 2 კგ–ს.

13. ჩვენი კანის 1 კვ/სმ, დაახლოებით, ას მტკივნეულ წერტილს შეიცავს.

14. ბიჭებს ენაზე გაცილებით ნაკლები გემოვნების რეცეპტორი აქვთ, ვიდრე გოგოებს.

15. ადამიანის გულისცემა, იმ მუსიკის ტიპის მიხედვით იცვლება, რომელსაც ის უსმენს. ხოლო, დღის მანძილზე, ადამიანის გულის მიერ გამომუშავებული ენერგია საკმარისია, რომ სატვირთო მანქანამ 30 კმ-ზე ცოტა მეტი გაიაროს.


image


16. საშუალოდ, ყველა ადამიანი, ცხოვრების მანძილზე, დაახლოებით, 35 ტონა საკვებს იღებს.

17. კუჭის წვენი, კანზე მოხვედრის შემთხვევაში, მას წვავს. კუჭს განსაკუთრებული აგებულება აქვს და ის მჟავისგან მთელს ორგანიზმს იცავს.

18. თავის ტვინში 1 წამში 100000 ქიმიური რეაქცია ხდება.

19. მართალია, ტვინი სხვა ორგანოების ტკივილს ავლენს, მაგრამ მას საკუთარი ტკივილის შეგრძნება არ შეუძლია. ამიტომ, ღია ოპერაციას თავის ტვინზე, ადგილობრივი ანასთეზიით აკეთებენ, რომლის დროსაც, ადამიანი ცნობიერებას არ კარგავს.

20. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კუჭს, ელენთას, ღვიძლის ნაწილს, ნაწლავების 80%, ერთ თირკმელს, ერთ ფილტვს და მენჯის ღრუდან, თითო ორგანოს (რაც 2-2 არის) დაკარგავს, მაინც ცოცხალი დარჩება.



image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. უცხოპლანეტელები და დედამიწა – რა წვლილი მიუძღვით მათ ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში

2. 10 საინტერესო ფაქტი კოკა-კოლას შესახებ - რა შემთხვევაში იყენებენ კოკა–კოლას მედიცინაში

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. უდიპლომო "ექიმები" – 5 სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კატას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)


0
601
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0