x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რას აღარ მოიფიქრებენ – 20 ფოტო, რომელიც ადამიანის უცნაურობას ამტკიცებს

ჩვენი სამყარო და კონკრეტულად გარემო, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, ძალიან სწრაფად იცვლება და თითქოს, ის რაც სულ ცოტა ხნის წინ იყო, – დღეს რომანტიკულად, უჩეულოდ და ხან, უცნაურადაც გვეჩვენება.

აქ 20 ფოტოს წარმოგიდგენთ, რომლის ნახვის შემდეგ, ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ეს სურათები, სადღაც სხვაგან – პარალელურ სამყაროშია გადაღებული...


ჯარისკაცები აირსაწინააღმდეგო ნიღაბს იყენებენ, რომ ხახვის გაფრცქვნის დროს არ იტირონ. 1954 წ.image


ფეხბურთის ჩაფხუტის ტესტირების პროცესი. აშშ, 1912 წ.image


იხვის ჭუკების თერაპია, 1956 წ.image


კონკურსის – «მის სრულყოფილ პოზის» გამარჯვებულები. ამ კონკურსში მონაწილე გოგონები, ერთდროულად, ორ სასწორზე უნდა დამდგარიყვნენ. ხოლო, გამარჯვებული ის იქნებოდა, ვინც სასწორზე, სხეულის მასის თანაბრად გადაანაწილებას შეძლებდა. 1956 წ.image


პოლიციელი სილამაზის კონკურსში მონაწილე გოგონების ფეხის ტერფებს აფასებს. ლონდონი, 1930 წ.image


ბავშვები ცურვას სკოლის ეზოში სწავლობენ. გასული საუკუნის 20–იანი წლები.image


სპილოს თვითმფრინავში საქონლის ჩასატვირთად იყენებენ. 1945 წ.image


კუ კლუქს კლანი ქენონ-სიტის კარნავალზე. 1925 წ.image


ნიაგარას ჩანჩქერი მდინარის კალაპოტის გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარების პერიოდში შეაჩერეს. 1969 წ.
image


ბავშვის გალიები იმისთვის შეიქმნა, რომ მრავალსართულიან ბინებში მცხოვრებ პატარებს მეტი სუფთა ჰაერი და მზის ენერგია მიეღოთ. 1937 წ.image


კასტინგი მთავარ როლზე, ჰოლივუდის საშინელებათა ფილმში – «კატის მოჩვენება». 1961 წ.image


დინოზავრის გადაყვანა ბოსტონის სამეცნიერო მუზეუმში. 1984 წ.image


«ცხიმის მოსაცილებელი» აპარატი, 1936 წ.image


პოლიციელი «ჰარლეზე», დაკავებულთან ერთად. 1921 წ.image


«მის ატომური ბომბის» კონკურსის გამარჯვებული. ნევადა, აშშ. 1955 წ.image


ბავშვი საკუთარი ეტლით. გასული საუკუნის 20–იანი წლები.image


ქალბატონები ხის საცურაო კოსტიუმებში, რომლებიც წყლის ზედაპირზე უკეთესად გასაჩერებლად იყო შექმნილი. 1929 წ.image


ხედი ზემოდან – ერთ დროს ნიუ-იორკში ყველას ქუდები ეხურა. 1939 წ.image


იარაღი რომელიც წყლის ფრინველებზე სანადიროდ შეიქმნა. იხვების მასობრივი ამოწყვეტის გამო, ის მალევე აკრძალეს. XIX ს–ის დასაწყისი.image


სრული დეფიციტის პირობებში, წინდების იმიტაციის შესაქმნელად, გოგონები ფეხებზე ხაზებს იხატავდნენ. 1942 წ.imageimageimage

imageimageimageimage







0
524
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0