x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135643
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
"ფოტოების გამოფენის მერე მარაზბორკებს-პირისპირ უნდა გნახოო" - ვინ ემუქრება ელისო კილაძეს

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმის შესახებ წერს თუ როგორ ემუქრება მას პირადი ანგარიშწორებით უცნობი პირი მას შემდეგ, რაც მან რესპუბლიკური კლინიკის დირექტორის, დავით დარასელიას ფოტოები გაასაჯაროვა. ცნობისთვის, სწორედ აღნიშნულ პიროვნებას უწოდა რეანომობილში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა "პუტინის ლეკვი".


"რეზბალნიცის ჯალათის დავით დარასელიას ფოტოების გამოფენის მერე ვიღაც იკუ გაბელია მარაზბორკებს-პირისპირ უნდა გნახოო.


ოფისის მისამართი მივეცი-არაო, მანდ ვერ მოვალო, შენ დაწერე სად მოვიდე თქო და პასუხს არ მცემს !


პარალელურად, შუამავლებს მიგზავნიან-იქნებ თავი დაგვანებოო !


აქვე, საჯაროდ გპასუხობთ-ციხის ჯალათების დანდობა არ იქნება-ყველა ვინც პატიმარი პრეზიდენტი ათრია, მხილებული იქნება !


ყველაფერს გავაკეთებ რომ პასუხი უმკაცრესად აგონ !" - წერს ელისო კილაძე.



შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით დრე, გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარმა რედაქტორმა სწორედ იმ ადამიანის ვინაობა და ფოტოები გაასაჯაროვა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანომობილში ყოფნისას, "პუტინის ლეკვს" ეძახდა. ელისო კილაძის თქმით, ეს ადამიანი ციხის რესპუბლიკური კლინიკის დირექტორი დავით დარასელიაა, რომელიც მისივე თქმით, 2011 წელს პოლიციიდან სპეცსახსრების მითვისების გამო გააგდეს.


imageimage


"დილა იწყება ციხის ჯალათის მხილებით - დავით დარასელია "რეზბალნიცის" დირექტორი, რომელსაც მიშა რეანომობილში პუტინის ლეკვს ეძახის. ამ კაცის ხელშია მიშას სიცოცხლე !სრულიად დაუცველი ! ამ ჯალათმა ჩაადებინა იარაღი ლექსო რაფავასთვის ხობში ! დაბოღმილია-2011 წელს პოლიციიდან სპეცსახსრების მითვისების გამო გააგდეს !" - ვკითხლობთ პოსტში.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში დააკავეს, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.



რუსთავის საპატიმროში გადაყვანილმა სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა, 8 ნოემბერს კი, მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მალულად რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


ექს - პრეზიდენტი უკვე 44 დღეა რაც შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, საიდანაც უმოკლეს დროში პასუხიც მიიღეს.


მიხეილ სააკაშვილის ერთ - ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.


როგორც გვარამია აცხადებს, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, მყისიერად აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.



0
225
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
225