x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წარმოიდგინეთ, რომ ბოლო დღეა თქვენს ცხოვრებაში და ხვალ კვდებით!" - ვის მიმართავს გიორგი გასვიანი

image


მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, ყველა იმ გაბოროტებულ და სიძულვილის მქადაგებელ ადამიანს მიმართავს, ვინც სოციალურ ქსელში უკანასკნელი სიტყვებით ილანძღება და განსახვავებული მოსაზრების გამო ადამიანებს შეურაცხმყოფელი კომენტარებით ამკობს. ტელეწამყვანი "ყველაფრის მკადრებლებს" ბოღმანარევი სიძულვილისგან გასათავისუფლებლად ერთ ეფექტურ რეცეპტს სთავზობს.


"ეხება ყველას! - პოლიტიკოსს, ჟურნალისტს, მომღერალს, მსახიობს, ტროლს, დიდს, პატარას, მღვდელს, ანტივაქსერს, ვაქსერს!!!


ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ, რომლებიც სოც ქსელში სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ! თუ კი ვერ გადაეჩვიეთ ამ სნეულებას და მაინც ილანძღებით, - თქვენთვის მაქვს რეცეპტი: წარმოიდგინეთ, რომ ბოლო დღეა თქვენს ცხოვრებაში და ხვალ კვდებით! როგორ სტატუსებს დაწერდით? როგორ კომენტარებს? ან საერთოდ მოიცლიდით სოც ქსელისთვის და ხალხის ლანძღვისთვის?!


ჰოდა ჩაატარეთ ეგ ექსპერიმენტი... და მიხვდებით, რომ ფუჭად ხარჯავთ ცხოვრებას!


P.s.✌???????? დაგვიმესიჯეთ


0 903 300 359" - წერს გიორგი გასვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




0
162
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
162