Quiz რატომ აუვლიდით გვერდს ამ ხეს? - სახალისო თავსატეხი 2021, 12 ნოემბერი, 21:50 ფოტოზე გამოსახულია ხის ტანი. ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ თუ მას კარგად დააკვირდებით, რეალობაში თქვენი რეაქცია, სავარაუდოდ, მოულოდნელი შიში და მისთვის თავის არიდება იქნებოდა. ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, გაეცალოს საფრთხეს, თუ საქმე მისთვის პრინციპულ საკითხს არ ეხება. დააკვირდით ფოტოს და 30 წამში უპასუხეთ, "რატომ აუვლიდით გვერდს ამ ხეს?" სრული ფოტო პასუხი: დიახ, არ მოგჩვენებიათ, ეს ნამდვილად უხსენებელია. თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაბედავთ ამ ხესთან მიახლოებას, თუ ოფიდიოფობია (გველების მიმართ შიში) არ გაწუხებთ. 290 1-ს მოსწონს
|