x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2000-იანი წლების გიჟური მოდის ტენდენციები, რომელთა დაბრუნება არავის სურს

2000-იან წლებს ბევრი სითბოთი და ნოსტალგიით იხსენებს, თუმცა მოდური ტენდენციების გახსენება რატომღაც არავის უნდა, რაც გასაკვირი სულაც არაა:


1. დაბალწელიანი შარვლები და საცვლების ჩვენება

მაღალწელიანი საცვლები ძალიან პოპულარული გახდა Gucci-ს, Jean-Paul Gaultier-ისა და Christian Dior-ის წყალობით. მათ შექმნეს თეთრეულის კოლექციები, რომელთა გამოჩენაც “საჭირო" იყო. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ამ ტენდენციებს, როგორებიც არიან კრისტინა აგილერა და პერის ჰილტონი.image

2. ე. წ. ჰარემის შარვლები

საუცარია, მაგრამ ასეთ შარვლებს დიდი სიამოვნებით ადარებდნენ როგორც ქალები, ისე ტენდენციებს აყოლილი მამაკაცები.image

3. ჭიპის პირსინგი

90-იან წლებში ასეთი პირსინგები საოცრად პოპულარული იყო ტოპ-მოდელების კრისტი ტარლინგტონისა და ნაომი კემპბელის წყალობით. 2000-იან წლებში კი ასეთ ტენდენციას მხარი დაუჭირეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან პერის ჰილტონი და ბრიტნი სპირსი.
image

4. ტატუები წელზე

2000-იან წლებში, როდესაც ტატუებთან დამოკიდებულება ზოგადად არც თუ ისე პოზიტიური იყო ხალხში, ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად ბევრმა ვარსკვლავმა გაიკეთა ტატუ წელს ქვევით, ძირითადად პატრა ორნამენტები, სახელები ან ყვავილები, შემდეგ კი უკვე ყველამ აიტაცა ახალი ტენდენცია.image

5. ოქროსფერი მანქანები

ძვირადღირებული მანქანების მფლობელებს ხაზი უნდა გაესვათ თავიანთი სტატუსისთვის, ამიტომ, თავიანთ მანქანებს ოქროსფერ საფარს უკეთებდნენ ხოლმე.image

6. ქვედაბოლოები ჯინსებზე

2000-იანების ყველაზე მწარე მოგონებაა ალბათ. ცნობიი ადამიანები ასეთ ფორმაში წითელ ხალიჩაზეც კი გადიოდნენ.image

7. დაბალწელიანი ჯინსები

ეს ალბათ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლოა. დაბალწელიანი ჯინსი დიზაინერ ალექსანდრ მაკქუინის წყალობით გახდა მოდური. მან თქვა: ”მინდოდა სხეულის ვიზუალურად დაგრძელება და არა მხოლოდ უკანალის ჩვენება. ჩემთვის სხეულის ეს ნაწილი არის ყველაზე ეროტიკული ნაწილი ნებისმიერ სხეულში, იქნება ეს კაცი თუ ქალი. ”image

8. ბარხატის თმის სამაგრი

ეს აქსესუარი 1990-2000-იან წლებში ყველას ჰქონდა, დიდსაც და პატარასაც.image

9. ძალიან წვრილი წარბები

2000-იან წლებში მოდაში ძალიან წვრილი წარბები იყო, ამიტომ, მოდას აყოლილი გოგონები მუდამ იწვრილებდნენ წარბს, მიუხედავად იმისა, მოსწონდათ თუ არა.image

10. ყავისფერი ან აგურისფერი რუმიანა

ითვლებოდა, რომ მუქი ფერის რუმიანა ლოყაზე სახეს უფრო გამომხატველს ხდიდა.image





0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0