x
image
თამილა გურაშვილი
ზურაბ გურული: აუცრელების ფასიანი მკურნალობა, წარმოუდგენელი არაადამიანობაა ამის მოთხოვნა
image
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული აუცრელებს ფასიანი მკურნალობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"წარმოუდგენელი არაადამიანობაა ამის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე დატოვო მოსახლეობის მნიშვნელოვანი სპექტრი, რომელიც მთავრობის უთავობის, უპასუხისმგებლობის, უინიციატივობის და დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო დარჩა შარლატანების, აფერისტების, უვიცი პროვოკატორების, დივერსანტების ხელში.

ყველა ეს ადამიანი პრაქტიკულად განწირული იქნება სიკვდილისათვის, რადგან აუცრელების არსებით პროცენტს დაავადება აუცილებლად ურთულდება და მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში ესაჭიროება, სადაც ავადმყოფის შენახვა კოლოსალური თანხები ჯდება.

პრეზიდენტმა სრულიად მოუხსნა ვალდებულებები მთავრობას და სრული და უპირობო პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისრა პანდემიისა და აცრების პროცესების არაეფექტურ მართვაზე.

მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცედენტი. როგორც ჩანს, საქართველო ამაშიც გამონაკლისი იქნება.
ცხადია, ამ ფონზე ფერმკრთალდება ის არაჰუმანურობაც, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გამოიჩინა მოშიმშილე პრეზიდენტის მიმართ", - წერს ზურაბ გურული.

შეგახსენებთ, რომ რადენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლებას მიმართა, მიიღოს სასწრაფო და მკაცრი ზომები.

"მივმართავ ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო და მკაცრი ზომები. სავალდებულო გახდეს აცრა რისკ ჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის, თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიებს, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვიწოდებ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, - ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0