ბრაზილიელმა ტატუ-მხატვარმა წლები მოანდომა ოცნების ახდენას, კერძოდ კი ბეჭდების მბრძანებლიდან ნამდვილ “ორკად" იქცა. 41 წლის რიკო ლედესმას 25 წლის ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მთელი წელი გარეგნობის შეცვლაში, მან 550 დოლარიანი ყალბი ეშვებიც კი ჩაისვა ეფექტის მისაღებად და არც იშორებს, მიუხედავად იმისა, რომ ჭამაში ხელს უშლის.
“ეფექტური" გარეგნობის გამო მამაკაცს სხვადასხვა შოუებსა და ფილმებშიც იწვევენ, მისი ინსტარგამის გამომწერების რიცხვი კი უკვე 35 000-ს ასცდა. სოციალურ ქსელებში კი რეგულარულად დებს თავისი ოჯახის ფოტოებს.
“- 2020 წლის აგვისტოში ექვსი ყალბი კბილი ჩამისვეს და ვაპირებ კიდევ ორი დიდის დამატებას, თუმცა ჭამა-სმასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს."
მამაკაცის სხეულის 85% ტატუებითაა დაფარული, მოდიფიკაცია ათასობით დოლარი ღირს, თუმცა მას გაცილებით ნაკლები დაუჯდა, რადგან მეუღლეც ტატუ-მხატვარი ჰყავს.
წყვილი ნამდვილად ეფექტურად განოიყურება, მათ მხარს ოჯახიც უჭერს და მეგობრებიც და რაც მთავარია, მცირეწლოვან შვილს მათი არ ეშინია.

