სოფლის მეურნეობა "საქართველო ეუბნება თავის შვილებს - მე მდიდარი ვარ " ... 2021, 6 ნოემბერი, 21:12 საქართველოში 26060 მდინარეა და ქალაქების წყალმომარაგებაშიც პრობლემებია და სოფლების ირიგაციაშიც;
საქართველოში 860 ტბაა და თევზის კონსერვი ლატვიიდან შემოდის;
საქართველოში 315 კმ სიგრძის ზღვის სანაპიროა და საზღვაო-სანაოსნო ისტორია არ გვაქვს;
საქართველოს მინერალური, თერმული და მტკნარი წყლების რესურსი 2, 5-ჯერ აღემატება მსოფლიო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით...
საქართველოს ტერიტორიის 39% ტყეებს უკავია და მოწამლული ჰაერით თბილისი ევროპაში მეორე ადგილზეა;
მსოფლიოს 52 ტიპის ნიადაგიდან 49 საქართველოშია, მაგრამ ვაშლი პოლონეთიდან შემოდის;
საქართველოს მარტო ერთ რაიონში ბენტონიტური თიხის მარაგი 10 მლნ ტონაზე მეტია... თუმცა ჩვენში კაცი აბაზანაში თურქულ მეტლახზე დგას და ქალი ჩინური კერამიკით იწონებს თავს;
საქართველოში ტორფის საბადო კოლხეთის დაბლობზე 300 ჰექტარზეა გადაჭიმული და მაგრამ ... არაფერი !!!
.
საქართველო მდიდარია მაგრამ რატომ არ ან ვერ ვიყენებთ ამას საჩვენოდ?
126 2-ს მოსწონს
|